საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოდან ანდრია ფუტკარაძე სიმღერას To My Mom – „დედას“ წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 16 ნოემბერს მადრიდში გაიმართება.

2024 წლის რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიას საქართველოდან ანდრია ფუტკარაძე მე-9 ნომრად წარადგენს. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 16 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიაზე 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

სიმღერა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელი საბავშვო ევროვიზიაზე შეასრულებს, კომპოზიტორ გიგა კუხიანიძის მიერაა დაწერილი. აღსანიშნავია, რომ გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით სამი გამარჯვებული სიმღერა: 2008 წელს „ბზიკების“ მიერ შესრულებული Bzzz, 2011 წელს CANDY-ს სიმღერა Candy Music და 2016 წელს მარიამ მამადაშვილის შესრულებით სიმღერა „მზეო.”

საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერის პრეზენტაცია დღეს, 13 ოქტომბერს შედგა.

მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2024-ზე წარდგება:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მე გადმოვცურავ ზღვას” – ბასა ჯანიკაშვილის პიესის პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

Quemmekh-ის ახალი ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი