ლედი გაგამ ახალი სინგლი დააანონსა

საიდუმლოებით მოცული პლეილისტებისა და ვებგვერდების მეშვეობით მომღერალმა სიმღერის თიზერი გაავრცელა
ლედი გაგა Joker: Folie À Deux-ის პრემიერას, ლონდონში, 2024 წლის 25 სექტემბერი. ფოტო: ბენჯამინ კრემელი
ლედი გაგა Joker: Folie À Deux-ის პრემიერას, ლონდონში, 2024 წლის 25 სექტემბერი. ფოტო: ბენჯამინ კრემელი

ლედი გაგამ დაადასტურა, რომ სიმღერა სახელწოდებით Disease 25 ოქტომბერს გამოდის. ინსტაგრამის პოსტში მომღერალმა სინგლის ყდა  გააზიარა.

ლედი გაგა რამდენიმე თიზერით მიგვანიშნებს, რომ პირველი სინგლი  მომავალი, ჯერ კიდევ უსახელო მეშვიდე სტუდიური ალბომიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მომღერალს დეტალები არ გამოუქვეყნებია, სოციალურ ქსელებში ალბომის შესახებ მინიშნებები უკვე ვრცელდება.

ლედი გაგას გულშემატკივრებმა გასულ კვირას მომღერლის Spotify-ს გვერდზე გამოქვეყნებულ ახალ 11-სიმღერიან პლეილისტში მინიშნება იპოვეს: პირველი ოთხი სიმღერის პირველი ასოები მომღერლის სახელზე (GAGA) მიანიშნებს. ეს სიმღერებია: Government Hooker,  Always Remember Us This Way,  G.U.Y. და Americano.

ლედი გაგას გულშემატკივრებს მინიშნების მიგნება ვებ-გვერდზე  gagadisease.com-ზე და icouldplaythedoctor.com-ზე შეუძლიათ იპოვონ, სადაც შავ ფონზე შემდეგი წინადადებები ჩნდება: „მე შემიძლია ვიყო ექიმი,“  „მე შემიძლია განვკურნო შენი დაავადება” და ა.შ. სხვადასხვა კომბინაციით საიტზე სიმღერა disease-დან ტექსტები ჩნდება, საბოლოოდ კი ლეიბლ Universal-ის მთავარ გვერდს უბრუნდები.

ლედი გაგამ დაადასტურა, რომ მომავალი პოპ-ალბომი თებერვალში გამოვა, პირველი სინგლი კი ამ თვეში გამოიცემა. 

27 სექტემბერს გამოსული ლედი გაგას ჯოკერით შთაგონებული ალბომი Harlequin ბილბორდის ჯაზის ჩარტებში პირველი ადგილს იკავებს. ბრუნო მარსისა და ლედი გაგას კოლაბორაციით შექმნილი სიმღერა Die With a Smile კი უკვე მეშვიდე კვირაა, რაც ბილბორდ გლობალ 200-სა და Global Excl. U.S. ჩარტებში მოწინავე ადგილზეა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

შემდეგი სტატია

Tyler, the Creator ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც The Bear-ის ვარსკვლავი აიო ედებირიც მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი