50 Cent-მა ახალ ინტერვიუში Diddy-ს შესახებ ისაუბრა

„მე უბრალოდ ვიმეორებ იმას, რასაც 10 წელია ვამბობ,” – თქვა 50 Cent-მა.
50 Cent და Diddy. ფოტო: JC Olivera/Getty Images; Paras Griffin/Getty Images

50 Cent-სა და შონ კომბსს შორის ხანგრძლივი დაპირისპირების შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი. გასულ დღეებში კომბსის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ექვსი სამოქალაქო სარჩელი შევიდა ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებით. ყველა სარჩელი ერთსა და იმავე ბრალდებას შეიცავს: Bad Boy Records-ის ხელმძღვანელი სექსუალურად და ფიზიკურად ძალადობდა მსხვერპლებზე, რომელთა დიდი ნაწილის ვინაობა ჯერ კიდევ არ სახელდება. კომბსი ბრალდებებს უარყოფს.

ჟურნალ People-ისათვის მიცემულ ინტერვიუში 50 Cent-მა Diddy-ს დაპატიმრების შესახებ ისაუბრა. 

„მე უბრალოდ ვიმეორებ იმას, რასაც 10 წელია ვამბობ. ახლა ეს ყველაფერი უბრალოდ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა და მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა,“ – განაცხადა ჰიპ-ჰოპ არტისტმა. 50 Cent-მა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მსგავს წვეულებებზე არასდროს ყოფილა.

50 Cent-მა სექტემბერში დაადასტურა, რომ Netflix-ზე მისი დოკუმენტური ფილმი გამოვა.  დოკუმენტური ფილმი სავარაუდოდ მოგვითხრობს ბრალდებებზე, რომლებიც ეხება კომბსის მხრიდან  სექსუალური ძალადობის ფაქტებს, რაც მრავალი წელია გრძელდება და, გამომძიებლების თქმით, ათწლეულებს ითვლის. „ეს არის ისტორია, რომელსაც ადამიანებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ეს არის რთულად მოსაყოლი ამბავი, რომელიც წლების განმავლობაში ვითარდება,” – აღნიშნეს 50 Cent-მა და რეჟისორმა ალექსანდრია სტეპლტონმა ერთობლივ განცხადებაში. „ჩვენ მზად ვართ საზოგადოებას გავაგონოთ მათი ხმა, ვისაც ხმამაღლა საუბრის საშუალება არ ჰქონდა და საზოგადოებას ვაჩვენოთ ეს ამბები ნამდვილი და მრავალმხრივი პერსპექტივებით,“ – ამბობენ ჰიპ-ჰოპ არტისტი და რეჟისორი. 

სექტემბერში 50 Cent-მა პოდკასტში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი არ მონაწილეობდა კომბსის სკანდალურ წვეულებებში. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ წვეულებებს უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. 

50 Cent სოციალურ ქსელში სისტემატურად აქვეყნებს სარკასტულ პოსტებს კომბსის მისამართით. მან დოკუმენტური ფილმი თავდაპირველად დეკემბერში დააანონსა. ეს სიახლე მას შემდეგ გავრცელდა, რაც  კომბსის მეგობარმა ქალმა, მომღერალმა კასანდრა ვენტურამ, სასამართლოში Diddy-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელიც მოიცავდა ათწლეულების განმავლობაში კომბსის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებებს. კომბსმა უარყო ეს ბრალდებები და მალევე ორივე მხარემ შეთანხმების შესახებ განცხადება გაავრცელეს. 

მიუხედავად იმისა, რომ Diddy-ს იურიდიული წარმომადგენლები ბოლო სარჩელებზე კომენტარს არ აკეთებენ, უწინდელი სარჩელები მათ კატეგორიულად უარყვეს. 

54 წლის კომბსის წინააღმდეგ მიდევ არაერთი  სარჩელია შეტანილი, რომლებიც სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ეხება. სარჩელების მიხედვით, ზოგიერთი ფაქტი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მოხდა. სასამართლომ Diddy-ს გირაოს შუამდგომლობაც უარყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომბსი, შესაძლოა, პატიმრობაში დარჩეს სასამართლო პროცესამდე, რომელიც 2025 წლის მაისში დაიწყება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Anana Kaye

ამერიკაში მოღვაწე ქართული ინდი-ალტ დუოს, Anana Kaye-ს, ახალი სიმღერა Running From Love

შემდეგი სტატია

Rerender – ქართველმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა Aprilee-მ მუსიკალური ვიდეო წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

The Weeknd-მა ხანძრის შედეგად დაზარალებული ლოს-ანჯელესის დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღო

უფრო ადრე, არტისტმა ლოს-ანჯელესში დაგეგმილი მუსიკალური შოუ გააუქმა და ალბომის გამოცემა გადადო.
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი