ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმის თიზერში ტიმოთე შალამე სიმღერას Subterranean Homesick Blues-ს თავად ასრულებს

ფილმი A Complete Unknown კინოთეატრებში 25 დეკემბრიდან გამოვა
A COMPLETE UNKNOWN - სიმღერა Subterranean Homesick Blues Courtesy Photo
A COMPLETE UNKNOWN – სიმღერა Subterranean Homesick Blues
Courtesy Photo

ლეგენდარული მომღერლისა და კომპოზიტორის, ბობ დილანის ბიოგრაფიულ ფილმში A Complete Unknown  მთავარ როლს ტიმოთე შალამე ასრულებს.

ფილმის ახალი თიზერი 29 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სადაც მსახიობი დილანის ცნობილ სიმღერას Subterranean Homesick Blues მღერის.

ორწუთიან ვიდეო თიზერში ფილმის კადრები ერთმანეთს ენაცვლება, სადაც ტიმოთე შალამე 1965 წლის ბობ დილანის პოლიტიკური შინაარსით დატვირთულ ჰიტ-სიმღერას მღერის.

გულშემატკივრებმა პირველად  ტიმოთე შალამე ბობ დილანის როლის შესრულებისას წლის დასაწყისში ნიუ-იორკში შენიშნეს. რეჟისორმა ჯეიმს მენგოლდმა დაადასტურა, რომ შალამე ბიოგრაფიულ ფილმში სიმღერებს თავად ასრულებს.

„ეს მართლაც საოცარი დროა ამერიკულ კულტურაში. 19 წლის ბობ დილანის ამბავი, რომელიც ნიუ-იორკში ცადის ჯიბეში 2 დოლარით და სამი წლის შემდეგ მსოფლიო სენსაცია ხდება. პირველად ნიუ-იორკის ფოლკ მუსიკის საზოგადოება მას თავისიანად მიიღებს, მოგვიანებით კი მისი კარიერა კიდევ უფრო ფართოვდება” – აღნიშნა ჯეიმს მენგოლდმა.

ტიმოთე შალამემ ბობ დილანის ბიოგრაფიული ფილმში როლის მოსამზადებლად დილანის გამოუქვეყნებელი სიმღერები მოისმინა, რომლებიც მუსიკოსის მენეჯერმა და ფილმის A Complete Unknown პროდიუსერმა ჯეფ როზენმა ტიმოთეს პირადად  გაუგზავნა.

ბიოგრაფიულ დრამაში მონაწილეობას ასევე იღებენ: ბოიდ ჰოლბრუქი, დენ ფოგლერი, ნორბერტ ლეო ბუცი და სკუტ მაკნეირი. ფილმის სცენარი ელაიჯა ვალდსის 2015 წლის წიგნის, Dylan Goes Electric-ის შთაგონებით არის შექმნილი. ჯეიმს მანგოლდის თქმით, ფილმის სცენართან დაკავშირებით ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი მას პირადად გამოეხმაურა. 

ნახეთ ფილმ A Complete Unknown-ის ახალი თიზერ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლედი გაგა ჟასმინ საფაიანი

ნახეთ ლედი გაგას ახალი კინემატოგრაფიული ვიდეოკლიპი Disease

შემდეგი სტატია

50 Cent-ის თქმით, Diddy-ს ერთ-ერთი ტრეკის ტექსტის დაწერაში მას Jay Z დაეხმარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
მეტი

ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული The Brutalist გახდა

თავის სიტყვაში კომპოზიტორმა დენიელ ბლუმბერგმა ფილმის რეჟისორ ბრედი კორბეტს „შემოქმედებითი სულიერი მეგობარი“ უწოდა.
მეტი