ლიემ გალაგერის თქმით, Oasis თავის ყველაზე ცუდ დღეებშიც კი აჯობებს ახალი ბენდების უმეტესობას

Oasis 16-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ტურნეთი ბრუნდება.
Oasis. ფოტო: Simon Emmett/Press

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც Oasis-მა ბოლო კონცერტი გამართა. თუმცა, 16-წლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალი ლიემ გალაგერი დარწმუნებულია, რომ, როდესაც ის და მისი ძმა ნოელ გალაგერი სცენას დაუბრუნდებიან, ნებისმიერ ახალგაზრდა ბენდს აჯობებენ. 

„გუშინ არაგონივრული კითხვა დამისვეს: OASIS ისევ ისეთი იქნება, როგორიც იყო? რადგანაც, როცა ზოგიერთი ბენდი წლების შემდეგ ერთიანდება, ისინი ისეთივე კარგები აღარ არიან, როგორც წარსულში. მაგრამ ჩვენ, თუნდაც ჩვენთვის ყველაზე ცუდი დღეები იდგას, მაინც ბევრ ბენდს ვაჯობებთ,” – წერს ლიემ გალაგერი სოციალურ ქსელში. 

ძმებმა გალაგერებმა, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ წლების განმავლობაში კონფლიქტი ჰქონდათ სცენასა თუ მის მიღმა, საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწიეს და 2025 წელს საკონცერტო ტურნეთი ბრუნდებიან. ჯგუფი მსოფლიო მასშტაბით მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე სტადიონებზე მუსიკალურ შოუებს გამართავს. ეს ბენდისათვის 2008-2009 წლის შემდეგ პირველი მსოფლიო ტურნე იქნება.

საკონცერტო ტურნე 4 ივლისს, კარდიფში, Principality Stadium-ის შოუთი დაიწყება. აქ ბენდი ორ კონცერტს გამართავს, შემდეგ კი, ზაფხულის შუა პერიოდში, ტურნე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაგრძელდება, ხოლო აგვისტოს ბოლოს ძმები ჩრდილოეთ ამერიკას ეწვევიან და შოუებს ტორონტოში, ჩიკაგოში, ნიუ ჯერსისა და ლოს-ანჯელესში გამართავენ. Oasis კონცერტს ასევე აანონსებს მექსიკაში, ავსტრალიაში, სამხრეთ ამერიკაში, ჩილესა და ბრაზილიაში.

ამ დროისთვის გაურკვეველია, გაჟღერდება თუ არა ტურნეს ფარგლებში Oasis-ის ახალი სიმღერები. სექტემბერში ერთმა ფანმა ბენდის წევრებს ჰკითხა, იქნება თუ არა ახალი ალბომი, რაზეც ლიემ გალაგერმა უპასუხა: „დიახ, ის უკვე მზად არის.“ 

აღსანიშნავია, რომ Oasis-მა ბოლო ალბომი, სახელწოდებით  Dig Out Your Soul, 2008 წელს გამოსცა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დევიდ გილმორის კონცერტზე Pink Floyd-ის ცნობილი კომპოზიციები გაჟღერდა

შემდეგი სტატია

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა კონცერტის გასაფორმებლად სოფიკო ჭიაურელის კადრები გამოიყენა

სცენაზე ვიზუალური გაფორმების სახით სერგო ფარაჯანოვის ფილმ „ბროწეულის ფერის” ფრაგმენტები გადიოდა.
მეტი

ბიონსემ ლინდა მარტელს 2025 წლის გრემის დაჯილდოებაზე ნომინირება საჯაროდ მიულოცა

„გილოცავ, დედოფალო ლინდა მარტელ, ამ ნომინაციას და შენს წვლილს ქანთრი მუსიკაში,“ - წერს ბიონსე სოციალურ ქსელში.
მეტი
DICK VALENTINE (ELECTRIC SIX) IN TBILISI

Electric Six-ის ფრონტმენის, დიკ ვალენტაინის კონცერტი თბილისში – ბილბორდ საქართველოს ინტერვიუ

ცნობილი ამერიკული როკ-ჯგუფი Electric Six მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტში 1996 წელს ჩამოყალიბდა.  როკის, დისკოს, გარაჟ როკის, მეტალის, ახალი…
მეტი