A$AP Rocky-ს Footwear News Achievement Awards-ზე წლის კოლაბორაციისათვის ჯილდოს გადასცემენ

დაჯილდოების ცერემონია 4 დეკემბერს გაიმართება.
A$AP Rocky. ფოტო: Courtesy of Puma

A$AP Rocky-მ მოდის ინდუსტრიაში თავისი გავლენა კიდევ ერთხელ განამტკიცა. 14 ნოემბერს ცნობილმა გამოცემა Footwear News-მა დააანონსა, რომ ჰარლემელი რეპერი Puma-სთან ერთად Footwear News Achievement Awards-ზე წლის თანამშრომლობის ჯილდოს მიიღებს. ამ დაჯილდოებას არაფორმალურად „ფეხსაცმლის ოსკარებსაც” უწოდებენ. ცერემონია 4 დეკემბერს გაიმართება.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმ პროდუქტზე, რომელიც ჩემს კულტურას გამოხატავს და შლის საზღვრებს სპორტის, ქუჩის სტილსა და მოდას შორის,“ –  აღნიშნა A$AP Rocky-მ თავის განცხადებაში. „ეს ჩემთვის განსაკუთრებული გამოწვევაა და მოხარული ვარ, რომ ჩემი დიზაინებითა და კრეატიული ინტერპრეტაციებით საკუთარი ხედვის გადმოცემა შევძელი. Puma-მ მომცა საშუალება, საზღვრები გავაფართოვო, რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს მხოლოდ დასაწყისია.“

Rocky და Puma წარმატებით თანამშრომლობენ მას შემდეგ, რაც გასულ წელს არტისტი F1-ის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელი გახდა. სპორტულმა ბრენდმა და რეპერმა 2024 წელს ფეხსაცმლის არაერთი მოდელის დიზაინი წარადგინეს.

“კოლაბორაციული პროექტების ასეთ კონკურენტულ გარემოში ეს წყვილი ნამდვილად გამორჩეულია,“ – აღნიშნა Footwear News-ის სარედაქციო დირექტორმა მაიკლ ატმორმა განცხადებაში. „A$AP Rocky-ს გავლენა და შემოქმედება, რომელიც შერწყმულია Puma-ს დიზაინთან, იდეალურ მოცემულობად იქცა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია Footwear News Achievement Awards-ზე Puma-ს და Rocky-ს დამსახურება შესაბამისად დავაფასოთ.” 

რაც შეეხება A$AP Rocky-ს მუსიკალურ სიახლეებს, მსმენელები კვლავაც ელიან მისი ახალი ალბომის, Don’t Be Dumb-ის გამოშვებას, რომლის გამოსვლაც აგვისტოში იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო და მისი ამ ეტაპზე გამოცემის თარიღი კვლავ გაურკვეველია. აგვისტოში რეპერი Billboard-ის გარეკანზეც გამოჩნდა და ვრცელ ინტერვიუში თავის შემოქმედებასა და დაანონსებულ ალბომზე ისაუბრა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SZA-ს თქმით მალე ორ ახალ პროექტს წარადგენს, მათ შორის სტუდიურ ალბომს, სახელწოდებით Lana

შემდეგი სტატია

სელინ დიონი The 1001 Seasons of ELIE SAAB -ის ღონისძიებაზე - ერ-რიადი

სელინ დიონი Elie Saab-ის ჩვენებაზე  ერ-რიადში შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი