მაკ მილერის ოჯახი მუსიკოსის გარდაცვალების შემდგომ მეორე ალბომის გამოცემას გეგმავს. როგორც ცნობილი გახდა, Balloonerism 2020 წლის ალბომის, Circles-ის ხუთი წლის იუბილეზე გამოვა – რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომისა, რომელზეც მილერი გარდაცვალებამდე მუშაობდა.
მუსიკოსის ოჯახმა ამის შესახებ განცხადება ინსტაგრამზე გაავრცელა და ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა პროექტის განხორციელება. „მალკოლმის ფანებმა იციან Balloonerism-ის შესახებ. ეს არის სრული ალბომი, რომელიც მან 2014 წელს შექმნა, როცა Faces გამოსცა. ეს არის პროექტი, რომელსაც მალკოლმისთვის იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ სპეციალურად გააკეთებინა მისი შეფუთვა და რეგულარულად ვმსჯელობდით, თუ როდის უნდა გამოცემულიყო ის, თუმცა საბოლოოდ ისე მოხდა, რომ GO:OD AM-მა და მომდევნო ალბომებმა მას გამოსვლა დაასწრეს.”
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი წარმოაჩენს მალკოლმის მუსიკალური ტალანტის მასშტაბსა და მის, როგორც არტისტის, უშიშრობას. იმის გათვალისწინებით, რომ ალბომის არაოფიციალური ვერსიები უკვე წლებია, ინტერნეტსივრცეში ცირკულირებს და რომ Balloonerism-ის გამოცემა მალკოლმისთვის, როგორც თავად ამბობდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვიფიქრეთ, რომ სწორი იქნებოდა, მსოფლიოსთვის მისი ოფიციალური ვერსია წარგვედგინა.”
Balloonerism 2025 წლის 17 იანვარს გამოვა – ხუთი წლის თავზე Circles-ის გამოცემიდან და ორი დღით ადრე მაკის 33-ე დაბადების დღემდე.
ნახეთ ალბომის ტრეილერი: