K-pop არტისტმა Rosé-მ და ბრუნო მარსმა კოლაბორაციული სიმღერა APT  2024 წლის MAMA Awards-ზე შეასრულეს

დუეტმა ცერემონიაზე გლობალური სენსაციის ჯილდო მიიღო
Rosé და ბრუნო მარსი John V. Esparza
Rosé და ბრუნო მარსი
John V. Esparza

K-pop არტისტმა Rosé-მ და ბრუნო მარსმა კოლაბორაციული სიმღერა APT  2024 წლის MAMA Awards-ზე, აზიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ცერემონიაზე შეასრულეს.

Rosé-მ და ბრუნო მარსმა ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე მათი დუეტი სახელწოდებით  APT  შეასრულეს, მოგვიანებით კი არტისტებს გლობალური სენსაციის ჯილდო გადაეცათ. Rosé-მ აუდიტორიას სიტყვით მიმართა: „სიმღერა რომელიც დავწერე, ჩემი საყვარელი ე.წ. „სასმლის თამაშზეა“ დაფუძნებული და წარმოდგენა არ მქონდა, ამას ასე თუ შეიყვარებდა აუდიტორია. მადლობა ყველას ამხელა სიყვარულისთვის.” K-pop არტისტის გამოსვლის შემდეგ ბრუნო მარსმა გულშემატკივრებს მადლობა კორეულ ენაზე გადაუხადა.

სიმღერა APT Rosé-ს მომავალი სოლო ალბომის, Rosie-ს წამყვანი სინგლია. გამოსვლის შემდეგ სიმღერამ სწრაფად დაიპყრო ბილბორდის ჩარტები: იაპონიის სიმღერების ჩარტში ლიდერი პოზიცია დაიკავა. სიმღერა მეოთხე კვირაა, რაც პირველ ადგილზეა როგორც ბილბორდ Global 200-ში, ასევე ბილბორდ Global Excl. U.S. ჩარტებში.

მომავალი ალბომი Rosie ასევე მოიცავს სინგლს Number One Girl.  Rosé-მ  12-ტრეკიანი ალბომის გამოცემა 6 დეკემბერს დააანონსა. ეს მისი პირველი სოლო პროექტი იქნება, რომლის შესახებაც მომღერალი წერს: „ამ ალბომში ჩემი სისხლი და ცრემლები ჩავაქციე და მოუთმენლად ველი, როდის მოუსმენთ ჩემს პატარა დღიურს… ამ ალბომით, იმედი მაქვს, კიდევ უფრო უკეთ გამიცნობთ. დიახ, მინდა ვთქვა, რომ ეს სრულფასოვანი ალბომია.”

ნახეთ ბრუნო მარსის და Rosé-ს მიერ შესრულებული დუეტი APT. 2024 წლის MAMA Awards-ზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Starring Georgia ახალ თარიღს აანონსებს

შემდეგი სტატია

კვირის ახალი მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი