არიანა გრანდეს აზრით ფილმ Wicked-იდან  მისი პერსონაჟი Glinda  გრძნობების გამოხატვას ერიდება

ახალ ინტერვიუში მსახიობმა და მომღერალმა პერსონაჟების Glinda-სა და Gelphie-ის (სინთია ერივო) ურთიერთობაზე ისაუბრა
არიანა გრანდე ფილმ Wicked-ის პრემიერაზე 2024 წლის 18 ნოემბერი, ლონდონი. Tim P. Whitby/Getty Images
არიანა გრანდე ფილმ Wicked-ის პრემიერაზე 2024 წლის 18 ნოემბერი, ლონდონი. Tim P. Whitby/Getty Images

არიანა გრანდემ განაცხადა, რომ ფილმ Wicked-ში მისი გმირი Glinda, შესაძლოა, საკუთარ გრძნობებს მალავდეს. ახლახან მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა და მომღრალმა Glinda-სა და Gelphie-ს ურთიერთობა განიხილა, რომელიც, მისი აზრით, უბრალო მეგობრობაზე მაღლა დგას. 

Gay Times-თან ახალ ინტერვიუში არიანა გრანდემ გამოთქვა აზრი,  რომ შესაძლოა ფილმ Wicked-ის ერთგულ გულშემატკივართა ჯგუფში გამოთქმული აზრი სიმართლის მარცვალსაც შეიცავდეს, რაც მთავარი პერსონაჟების Gelphie-სა  და Glinda-ს პირად ურთიერთობას ეხება.

„ეს შეიძლება რომანტიკული ან თუნდაც პლატონური სიყვარულია, შესაძლოა Glinda საკუთარ გრძნობებს მალავს, მაგრამ, დრო რომ ყოფილიყო, ვინ იცის? იცით, მგონი ეს უბრალოდ ნამდვილი სიყვარულია, რომელიც ყოველგვარ სექსუალურ სურვილებს სცდება. ეს უბრალოდ ერთმანეთში  უსაფრთხოების ძიების პროცესია და სწორედ ამიტომ ისინი ერთმანეთს განსაკთრებულად უჭერენ მხარს.” – ამბობს არიანა გრანდე.

მსახიობი სინთია ერივო, რომელიც თავს ქვიარ ადამიანად თვლის და  Gelphie-ს ასახიერებს, არიანა გრანდეს მოსაზრებას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მისი პერსონაჟი გარკვეულ გრძნობებს Glinda-ს მისამართით გამოხატავს. „ვფიქრობ, ჩემი პერსონაჟი იქ მიდის, საითკენაც ქარი უბერავს, ის Glinda-ს უყვარს. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, მათ ღრმა კავშირს ხაზი გავუსვათ. ეს ურთიერთობაა, ეს ნამდვილი სიყვარულია,” – აღნიშნა სინთია ერივომ.

კრისტინ ჩენოუეთი, რომელიც ბროდვეიზე Glinda-ს როლს 2003 წელს ასრულებდა, ინსტაგრამის პოსტზე არიანა გრანდეს კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა: „იმ დროინდავე მეც სწორედ ასე ვფიქრობდი.” 

ფილმის კინოთეატრში გამოსვლის შემდეგ მთავარი როლის შემსრულებლებმა არიანა გრანდემ და სინთია ერივომ სოციალურ მედიაში ფილმის გადასაღებ მოედანზე  შეძენილი გამოცდილებები გაიხსენეს. ინსტაგრამ პოსტში სინთია ერივომ მადლობა გადაუხადა შემოქმედებით გუნდს და განსაკუთრებულად აღნიშნა არიანა გრანდე. „მიყვარხარ, შენ ხარ ყველაზე ჭეშმარიტი და კეთილი ადამიანი. ჩემთვის პატივი იყო შენთან ერთად ამ  ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება.”

არიანა გრანდემ კი გულშემატკივრებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა: „ვიცი, საკმაოდ რთული იყო თქვენთვის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ძლიერი მხარდაჭერისთვის და მოთმინებისთვის. მიყვარხართ. მე თქვენთან ერთად ვვითარდები.“ – აღნიშნა არიანა გრანდემ.

ნახეთ არიანა გრანდეს და სინთია ერივოს ვიდეო: 

@gaytimes What do @arianagrande and @Cynthia Erivo think of the #Gelphie ship? 🩷💚 @Wicked Movie #wicked #arianagrande #cynthiaerivo #glinda #elphaba #wickedmovie #wizardofoz #sapphic ♬ original sound – GAY TIMES

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისში ბრიტანული ჯგუფის, Blue-ს კონცერტი გაიმართება

შემდეგი სტატია

„მშვიდობით, თემურ” რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლის „მშვიდობით, თემურ” პრემიერა შედგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
მეტი