ტიმოთი შალამე Saturday Night Live-ის ეთერში ერთდროულად მასპინძლისა და მუსიკალური სტუმრის როლს მოირგებს

შალამეს გამოჩენამდე ერთი კვირით ადრე SNL-ის მუსიკალური სტუმარი GloRilla იქნება.
ტიმოთი შალამე A Complete Unknown-ის პრემიერაზე
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

ტიმოთი შალამე წარსულში უკვე იყო Saturday Night Live-ის წამყვანი, მაგრამ ვარსკვლავი მაყურებლის წინაშე მუსიკალური სტუმრის ამპლუაში აქამდე არ წარდგენილა. ოფიციალურად დაანონსდა, რომ მსახიობი 25 იანვარს NBC-ის კომედიურ შოუს მიწვეული წამყვანის და ამავდროულად მუსიკალური სტუმრის სტატუსითაც ეწვევა. ახლახან მაყურებელმა შალამე მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ცოცხალი ლეგენდის, ბობ დილანის როლში იხილა. მსახიობმა დილანი განასახიერა ჯეიმს მანგოლდის ბიოგრაფიულ ფილმში A Complete Unknown. ამ ნამუშევარში ტიმოთი შალამემ ყველა ვოკალური ნომერი თავად შეასრულა. 

შალამე პირველად SNL-ზე 2020 წელს გამოჩნდა. სამი წლის შემდეგ ის კვლავ მასპინძლობდა შოუს. შალამეს სამომავლო გამოჩენამდე  ერთი კვირით ადრე SNL-ის მუსიკალური სტუმარი GloRilla იქნება. რეპერი პირველად შოუს 18 იანვრის ეპიზოდში ეწვევა. რეპერის სადებიუტო სოლო ალბომი Glorious სამი თვის წინ გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მე-5 ადგილი დაიკავა. 18 იანვრის ეპიზოდს დეივ შაპელი წაიყვანს.  კომიკოსისთვის  ეს იქნება მეოთხე შემთხვევა, როცა ის შოუს მიწვეული წამყვანის სტატუსით გაუძღვება. 

SNL ამჟამად თავის 50-ე სეზონს მაუწყებლობს, ხოლო 16 თებერვლისთვის სპეციალური საიუბილეო ეპიზოდი იგეგმება. ამ სეზონის ეპიზოდებს გაუძღვებიან არიანა გრანდე, ჩარლი XCX, ჯონ მალენი, კრის როკი, მარტინ შორტი და სხვა ვარსკვლავები. მუსიკალურ სტუმრებს შორის კი იქნებიან ჰოზიერი, გრეისი აბრამსი და სტივი ნიქსი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თიკუ კობიაშვილის ფილმი - „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“

ქართველი რეჟისორის, თიკუ კობიაშვილის ფილმის პრემიერა Berlinale Forum-ის სპეციალურ პროგრამაში შედგება

შემდეგი სტატია

სოულის ლეგენდარული მომღერალი სემ მური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი