ბიორკის თქმით, ბოლო პერიოდის ტურნეების განრიგი რეალური ცხოვრების საშუალებას აძლევს

ისლანდიელი მუსიკოსი ათწლეულების განმავლობაში უწყვეტად მართავდა ტურნეებს, მაგრამ 2011 წლის ალბომის, Biophilia-ს გამოსვლის შემდეგ, მიდგომა შეცვალა.
ბიორკი 2023 წლის Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე
Santiago Felipe/Getty Images for ABA

ისლანდიელმა მუსიკოსმა ბიორკმა ტურნეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი საკმაოდ დამღლელია. მან განმარტა, როგორ მოახერხა თავისი მიმდინარე ტურნეს განრიგის ისე დაგეგმვა, რომ მის მიღმა რეალური ცხოვრების საშუალება ჰქონდეს. 

ბიორკი 1993 წლის ალბომის, Debut-ის გამოსვლის შემდეგ, თითქმის ყოველწლიურად მართავს კონცერტებს. The Guardian-თან ინტერვიუში მან გაიხსენა ტურნეებისადმი თავისი დამოკიდებულების ცვლილება, რაც 2011 წლის მეშვიდე ალბომის, Biophilia-ს გამოსვლის შემდეგ დაიწყო. სტანდარტული მეთოდის ნაცვლად, რომელიც ერთ კვირაში ან თვეში რამდენიმე ქალაქის მონახულებას გულისხმობს, ბიორკმა სხვა მიდგომა აირჩია. ის სხვადასხვა ქალაქში უფრო ხანგრძლივი დროით რჩება.

არტისტის განმარტებით, ამან გამოსვლებს შორის დრო მეტად გაზარდა და ქალებშიც დიდი დროის გატარების საშუალება მისცა. მაგალითად, Cornucopia-ს ტური ნიუ-იორკში 2019 წლის მაისში დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში რვა შოუს მოიცავდა. ტურნე 2023 წელს საფრანგეთში დასრულდა და ამ დროის განმავლობაში ბიორკმა 45 კონცერტი ჩაატარა. შოუებს ასევე თან ახლდა მის  პროექტზე, Björk Orkestral-ზე მუშაობა, რომელიც 2021-2023 წლებში 20 კონცერტს მოიცავდა.

„მუშაობის დეტალები უფრო მოქნილი გახდა. შეიძლება, ქალად ყოფნას ვცდილობ, ან, რაც გნებავთ, ის დაარქვით,” – უთხრა ბიორკმა გამოცემას. „მოზარდობის წლებიდანვე ფრთხილად ვებრძოდი იმ წესს, რომლითაც ვიდეოების გადაღებები და ტურნეები იგეგმებოდა – „მოდი, ახლა 18 საათი ყოველდღე ვიმუშაოთ, სანამ ყველა ავად არ გავხდებით.” მე ყოველთვის მსურდა [პირადი ცხოვრების და კარიერის] თანაარსებობა. შესაძლებელია, რომ პირადი ცხოვრებაც გქონდეს,” – ამბობს ბიორკი The Guardian-თან ინტერვიუში.

ბიორკის უახლესი ალბომი, სახელწოდებით Fossora, 2022 წლის ბოლოს გამოვიდა და Björk Orkestral-ის პროექტის ტურნეს საბოლოო ეტაპს დაემთხვა. 2024-მა წელმა არტისტის ტურნეების განრიგი ოდნავ შეცვალა, რადგან წელს არტისტმა მხოლოდ DJ სეტები ჩაატარა. ბიორკი მსმენელის წინაშე ხუთ ქვეყანაში ექვსი მუსიკალური სეტით წარდგა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ye-მ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი Vultures-ის ფილმის პირველი ტრეილერი წარადგინა

შემდეგი სტატია

The Warner Music Group/Blavatnik Family Foundation სოციალური სამართლიანობის ფონდი | Courtesy Photo

Warner Music-ის სოციალური სამართლიანობის ფონდი ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების დახმარებისთვის მილიონ დოლარს გამოყოფს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი
DIACI - კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._

პლატფორმა DIACI ქართველი ქალი მუსიკოსების და პროდიუსერების კომპილაციურ ალბომს „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ უშვებს

ახალი ალბომი Bandcamp-ზეა განთავსებული და გაყიდვებიდან შემოსული თანხა ქვეყანაში არსებული პროსტესტის საჭიროებებს მოხმარდება - აღნიშნულია განცხადებაში
მეტი

Ye-მ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი Vultures-ის ფილმის პირველი ტრეილერი წარადგინა

ტრეილერში ვხედავთ Ye-სა და Ty Dolla $ign-ის პერსონაჟებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ინტერპრეტაციით შექმნილი ვერსიებია.
მეტი

Ye და Ty Dolla $ign ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ახალ მუსიკალურ ვიდეოს აქვეყნებენ

სანამ მსმენელი კანიე უესტის სოლო ალბომის, Bully-ს გამოსვლას ელოდება, არტისტი Vultures 2-ის პრომო კამპანიას აგრძელებს.
მეტი

The White Stripes ალბომ Get Behind Me Satan-ის ოცი წლის იუბილეს ახალი გამოცემით აღნიშნავს

„ოცი წელი გავიდა და ალბომი მაინც გამოირჩევა თავისი ცოცხალი და მარადიული ჟღერადობით,” - ვკითხულობთ ჯეკ უაიტის Third Man Records-ის განცხადებაში.
მეტი