ბრიტანულ პოპ-დუეტ Wham!-ის მუსიკალურმა კლიპმა Last Christmas Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

პოპულარული ბრიტანული საახალწლო ჰიტ-ვიდეო შვეიცარიაშია გადაღებული
Wham! - Last Christmas Courtesy Photo
Wham! – Last Christmas
Courtesy Photo

დუეტ Wham!-ის საახალწლო ჰიტ Last Christmas-ის ზამთრის თემაზე გადაღებული ვიდეო YouTube-ზე ე.წ. „მილიარდიანთა“ კლუბს შეუერთდა.

1984 წელს გამოცემული სიმღერა საახალწლო სეზონზე ზედიზედ მეორედ მოექცა ბრიტანეთის ჩარტების სათავეში.

სიმღერა ბენდის პროდიუსერისა და ვოკალისტის, ჯორჯ მაიკლის დაწერილია. 2021 წელს სიმღერა პირველად მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტების პირველ ადგილზე.  მუსიკალური ვიდეოკლიპი რეჟისორმა ენდრიუ მორაჰანმა შვეიცარიაში გადაიღო, სადაც ჯორჯ მაიკლი და ენდრიუ რიჯლი ზამთრის კურორტზე დროს ატარებენ.

ჰიტი Last Christmas დუეტ  Wham!-ის პირველი ვიდეო გახდა, რომელმაც YouTube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა და ამით ის  ჯორჯ მაიკლის 1984 წლის ჰიტს, Careless Whisper-ს შეუერთდა.

ბრიტანული ჩარტების მიხედვით  Last Christmas  დეკემბერში პირველ ადგილზე მოხვდა. სიმღერამ  საახალწლო სეზონზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩარტებში პირველი ადგილი.  აღსანიშნავია, რომ სიმღერა  Last Christmas  მისი გამოცემის წელს ვერ მოხვდა ჩარტების სათავეში, 1984 წელს პირველი ადგილი ბრიტანულ-ირლანდიური ჯგუფის, Band-Aid-ის სიმღერამ Do They Know It’s Christmas?  დაიკავა, სადაც ჯორჯ მაიკლიც იღებდა მონაწილეობას. 

ნახეთ Wham!-ის მუსიკალური ვიდეო Last Christmas.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MUSIC AWARDS JAPAN: დაჯილდოების დეტალები ცნობილია

შემდეგი სტატია

მეთიუ მაკკონაჰი ზაკ ბრაიანის ახალ ფილმს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ეცვა თუ არა LISA-ს როზა პარკსის გამოსახულებიანი თეთრეული Met Gala-ზე? დიზაინერების გუნდმა განცხადება გაავრცელა

Met Gala-ს კოსტიუმის გამო BLACKPINK-ის ვარსკვლავმა ინტერნეტში კრიტიკა დაიმსახურა.
მეტი

A$AP Rocky-მ თავის სასამართლო პროცესზე საჯაროდ ისაუბრა: „თავისუფლების დაკარგვის მართლა მეშინოდა”

„ვცდილობდი, სულ პოზიტიურად მეფიქრა,“ – ამბობს რეპერი სასამართლო პროცესზე საუბრისას.
მეტი
Lady Gaga ბრაზილიაში გამართულ კონცერტზე, 3 მაისი, 2025 წელი. ფოტო: DANIEL RAMALHO/AFP Getty Images

ბრაზილიაში Lady Gaga-ს რეკორდული შოუს შემდეგ ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ოდესმე მსგავსი მასშტაბის კონცერტს აშშ-მაც უმასპინძლოს?

Billboard Pop Shop პოდკასტის ახალ ეპიზოდში წამყვანები ქეითი და ქითი ბრაზილიაში Lady Gaga-ს შთამბეჭდავ გამოსვლას განიხილავენ.
მეტი
პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images

პოლ მაკარტნის ანიმაციური ფილმს High in the Clouds – სელინ დიონი, რინგო სტარი, ჯიმი ფელონი და სხვა ვარსკვლავები ახმოვანებენ

პოპ-ლეგენდის საბავშვო წიგნზე დაფუძნებულ 3D ფილმში Ted Lasso-ს ვარსკვლავი ჰანა ვედინგჰემიც მონაწილეობს.
მეტი