მეთიუ მაკკონაჰი ზაკ ბრაიანის ახალ ფილმს აანონსებს

The Great American Bar Scene-ის გამოცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ ზაკ ბრაიანი ფილმს, სახელწოდებით Motorbreath, აანონსებს.
ზაკ ბრაიანი
Keith Griner/Getty Images

ზაკ ბრაიანმა მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი დაიხმარა ახალი პროექტის, Motorbreath-ის დასაანონსებლად. 

ბრაიანის ისტაგრამზე ოთხშაბათს ორი ახალი პოსტი დაიდო. პირველი პოსტით მან ახალი კომპოზიციის მონაკვეთი გააზიარა, რომელსაც, როგორც ჩანს, Birdie ჰქვია. სხვა დეტალები სიმღერის შესახებ მუსიკოსს არ გაუზიარებია. 

მეორე პოსტში კი მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი, რომელიც თამაშობს ბრაიანის 2024 წლის მუსიკალურ ვიდეოში Nine Ball, ახალ ფილმს აანონსებს. 

„ეს არ არის ფილმი ბენდზე. ეს არის ფილმი ბიჭზე ოკლაჰომადან,” – ამბობს მსახიობი. „ბიჭზე, რომელიც წერის სიყვარულით საზღვაო ფლოტს შეუერთდა. წერამ ის ბევრ ადამიანთან დააკავშირა. ეს ფილმი არის საუკეთესო მეგობრების ჯგუფზე, რომლებიც ორკვირიან მოტოტურში არიან და ამავდროულად ალბომს წერენ. და, ჰო, ალბათ ფილმის სათაურს იკითხავთ… Motorbreath”.

ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია ფილმის შესახებ, მათ შორის არც გამოშვების თარიღი, ცნობილი არ არის. ნოემბერში მუსიკოსმა სოციალურ მედიაში ამავე სახელწოდების სიმღერის მონაკვეთი გამოაქვეყნა. 

ზაკ ბრაიანის ბოლო ალბომი The Great American Bar Scene ივლისში გამოვიდა და Billboard 200-ის მეორე ადგილზე გავიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Wham! - Last Christmas Courtesy Photo

ბრიტანულ პოპ-დუეტ Wham!-ის მუსიკალურმა კლიპმა Last Christmas Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

შემდეგი სტატია

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი