ტექნიკური ხარვეზის შემდეგ კერი ანდერვუდმა America the Beautiful-ის ა კაპელა შეასრულა

ქანთრის ვარსკვლავმა აშშ-ის კაპიტოლიუმში შეკრებილ აუდიტორიას მასთან ერთად სიმღერა სთხოვა.
კერი ანდერვუდი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე
Chip Somodevilla/Getty Images

კერი ანდერვუდი იმ გამომსვლელთა შორის იყო, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე წარდგნენ. 

ქანთრის სუპერვარსკვლავის შესრულება ტრამპის საინაუგურაციო სიტყვის შემდგომ შედგა. მისი გამოსვლა ტექნიკურმა პრობლემებმა შეაფერხა, რის გამოც მომღერალი ორი წუთის განმავლობაში სცენასთან იდგა. პროგრამაში კი აღნიშნული იყო, რომ ანდერვუდს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო აკადემიის გუნდებთან ერთად უნდა ემღერა და მისი გამოსვლა ფიცის დადებამდე იყო ჩანიშნული. 

ამის ნაცვლად, ქანთრის ვარსკვლავმა America the Beautiful-ის ა კაპელა ვერსია შეასრულა. „თუ იცით სიტყვები, დამეხმარეთ,” – მიმართა მან აუდიტორიას, რომელიც ანდერვუდს სიმღერაში შეუერთდა. 

მანამდე მომღერალმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა: „მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩემთვის პატივია, ვიმღერო ინაუგურაციაზე და ვიყო მცირე ნაწილი ამ ისტორიული ღონისძიებისა. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ერთიანობის სულისკვეთებით და მომავლისკენ გავიხედოთ.”

ინაუგურაციაზე ანდერვუდის გამოსვლამ როგორც ქება, ასევე კრიტიკა დაიმსახურა. LGBTQ+ ფანები მომღერლის ამ გადაწყვეტილებით გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყვნენ. ანდერვუდი მანამდე, 2012 წელს, ერთსქესიანთა ქორწინების მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, სანამ 2015 წელს მისი დაკანონება მოხდებოდა. ახლა კი LGBTQ+ თემის წევრებმა გააპროტესტეს მისი გადაწყვეტილება, ემღერა ტრამპის ინაუგურაციაზე, როცა მისი საპრეზიდენტო კამპანია სწორედ სექსუალური უმცირესობების უფლებების შეზღუდვას მოიცავდა. 

ნახეთ კერი ანდერვუდის გამოსვლა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

18 იანვარს „ეარში” პირველი საქველმოქმედო მუსიკალური საღამო გაიმართა

კარი „ეარში”  – მუსიკოსები მუსიკოსებისთვის

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპი და Kid Rock , 2023 წლის 16 დეკემბერი, ლას ვეგასი. ფოტო: შონ ჰეფი

Kid Rock-მა დონალდ ტრამპზე ინაუგურაციის დროს ისაუბრა და ის თავის ერთ-ერთ სიმღერას, American Badass-s შეადარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი