2025 წლის გრემის დაჯილდოების შემსრულებლების და წამყვანების ვინაობა   ცნობილია

პარასკევს ცნობილი გახდა, რომ გრემის დაჯილდოებაზე ლედი გაგა, ბრუნო მარსი და Shaboozey-ც წარდგებიან
ტრევორ ნოა, 2023 წლის 5 თებერვალი, გრემის დაჯილდოება. ფოტო: ემი სუსმანი/Getty Images
ტრევორ ნოა, 2023 წლის 5 თებერვალი, გრემის დაჯილდოება. ფოტო: ემი სუსმანი/Getty Images

რამდენიმე კვირის წინ, ლოს ანჯელესში ტყის ხანძრების კატასტროფის ფონზე, გრემის დაჯილდოების ცერემონიის გამართვა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ხმის ჩამწერმა აკადემიამ დიდ ზეწოლას გაუძლო, გადადების და გაუქმების მოთხოვნების პარალელურად, ძალისხმევა არ დაიშურა და 67-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოება დააანონსა.

2 თებერვალს, ლოს ანჯელესის Crypto.com Arena-ს სცენიდან გრემის დაჯილდოების ცერემონიას ტრევორ ნოა გაუძღვება. ღონისძიება პირდაპირი ეთერის საშუალებით, CBS-ზე გავა, შოუს პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კი Paramount+-ზეც იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ წელს დაჯილდოება განსაკუთრებულ ყურადღებას ახალ არტისტებზე ამახვილებს.  წლის საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინანტებიდან შვიდი: ბენსონ ბუნი, ჩაპელ როანი, დოჩი, რეი, საბრინა კარპენტერი  და ტედი სვიმსი – სცენაზე გამოვლენ. მერვე ნომინანტი, Khruangbin, ჯერ შემსრულებლად არ დასახელებულა. 

გრემის დაჯილდოებაზე სხვა შემსრულებლებს შორის არიან: ბილი აილიში (რომელმაც წლის საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდო ხუთი წლის წინ მოიპოვა), ლედი გაგა და ბრუნო მარსი,  Charli XCX და შაკირა. ლედი გაგასა და ბრუნო მარსის გამოსვლა პარასკევს, ხმის აკადემიის სოციალურ ქსელებში დაანონსდა და ის „ლოს ანჯელესსა და ხანძრისგან დაზარალებულებს“ მიეძღვნება.

ტოპ-ნომინანტებიდან, რომლებსაც სცენაზე გამოსვლა ჯერ არ დაუდასტურებიათ, არიან ბიონსე, კენდრიკ ლამარი და ტეილორ სვიფტი. ბიონსე წლევანდელი გრემის ლიდერი 11 ნომინაციით გახდა. ტეილორ სვიფტი კი  ექვს ნომინაციას ფლობს. CBS-ის ეთერში გასული ვიდეოანონსიდან გულშემატკივარმა შეიტყო, რომ ვარსკვლავები გრემის დაჯილდოებას დაესწრებიან, თუმცა,  მათი სცენაზე გამოსვლა ჯერ  დადასტურებული არ არის.

კენდრიკ ლამარმა, რომელსაც წელს შვიდი ნომინაცია აქვს, ბოლოს გრემის სცენაზე 2018 წელს იმღერა, როდესაც შოუ U2-სთან და დეივ შაპელთან ერთად გახსნა. წელს, გრემის დაჯილდოებაზე, ნაკლებად სავარაუდოა კენდრიკ ლამარის გამოსვლა, რადგან 9 თებერვალს ის Super Bowl-ის მთავარი შემსრულებელია. 

აღსანიშნავია, რომ წელს გრემის დაჯილდოება განსაკუთრებული მისიის მატარებელია, რომელიც ლოს ანჯელესში ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების შეგროვებას და პირველად დახმარებაში ჩართული გმირ მეხანძრე-მაშველების პატივისცემას მიეძღვნება. 

ტეილორ სვიფტი, რომელმაც 2024 წლის გრემის დაჯილდოებაზე წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა და ვიქტორია მონე, რომელმაც ამავე წელს საუკეთესო ახალი არტისტის ჯილდო მიიღო, წლევანდელ ღონისძიებაზე პრეზენტატორებად წარდგებიან.

ხმის ჩამწერმა აკადემიამ პარასკევს გრემის დაჯილდოების სხვა წამყვანებიც დაასახელა, ესენი არიან: Red Hot Chili Peppers-ის წევრები ენტონი კიდისი და ჩედ სმიტი, Cardi B, გლორია ესტეფანი, ოლივია როდრიგო, ქუინ ლატიფა, SZA და უილ სმიტი.

უილ სმიტი პატივს მიაგებს გრემის ლეგენდა ქუინსი ჯონსს, რომელიც ნოემბერში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქუინსი ჯონსს მუსიკალური კარიერის  განმავლობაში 28 გრემი აქვს მიღებული.  ის იყო მეგობარი და მენტორი არაერთი გამორჩეული არტისტისთვის, მათ შორის, ჰერბი ჰენკოკისთვის, სტივი უანდერისთვის, ჯონ ლეჯენდისთვის და ჯეიკობ კოლიერისთვის.

ტრევორ ნოასთვის წელს მეხუთე წელია გრემის დაჯილდოების წამყვანის ამპლუაში. ტრევორ ნოა ასევე ნომინირებულია საუკეთესო კომედიური ალბომის კატეგორიაში Where Was I-სთვის, გამარჯვების შემთხვევაში კი, ის გრემის მეორე წამყვანი გახდება, რომელმაც შოუს წაყვანის დღეს გრემი დაიმსახურა. პირველად ეს შემთხვევა 1980 წელს მოხდა, როდესაც დაჯილდოების ცერემონიის წამყვანმა კენი როჯერსმა გრემი მიიღო.

67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებას მეოთხე წელია, რაც Fulwell 73 Productions უწევს პროდიუსინგს  Recording Academy-სთვის. დაჯილდოების ცერემონიის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან ბენ უინსტონი, რაჯ კაპური და ჯესი კოლინსი.

ნახეთ  გრემის მთავარ ცერემონიაზე მონაწილე შემსრულებლებისა და წამყვანების სრული სია:

შემსრულებლები:

ბენსონ ბუნი

ბილი აილიში

ჩაპელ როანი

Charli XCX

დოჩი

ლედი გაგა & ბრუნო მარსი

რეი

საბრინა კარპენტერი

Shaboozey

შაკირა

ტედი სვიმსი

შემსრულებლები საპატიო მიძღვნის კატეგორიაში:

ბრედ პეისლი

ბრიტანი ჰოვარდი

კრის მარტინი

სინთია ერივო

ჰერბი ჰენკოკი

ჯეიკობ კოლიერი

ჟანელ მონე

ჯონ ლეჯენდი

ლეინი უილსონი

შერილ კროუ

სენტ ვინსენტი

სტივი უანდერი

წამყვანები:

ენტონი კიდისი & ჩედ სმიტი (Red Hot Chili Peppers)

Cardi B

გლორია ესტეფანი

ოლივია როდრიგო

ქუინ ლატიფა

SZA

ტეილორ სვიფტი

ვიქტორია მონე

უილ სმიტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი 2025

წინანდლის ფესტივალის პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შესარჩევი მოსმენები დაიწყო

შემდეგი სტატია

DIACI - კომპილაციური ალბომი „ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“ ქავერ არტი: _mari.kala| დიზაინი @ssalome._

„ქალები ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ“  – პლატფორმა DIACI-ის კომპილაციური ალბომი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯო კოკერი, 1969 წლის 21 ნოემბერი. ჯეკ რობინსონი/ Hulton Archive/Getty Images

ჯო კოკერის ქვრივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციასა და პოლ მაკარტნის მხარდამჭერ ღია წერილზე

„ჯო ყოველთვის ულოცავდა იმ ადამიანებს, ვინც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ხვდებოდნენ“ - ამბობს პემ კოკერი.
მეტი

Adidas-ის განცხადებით, Yeezy-ის ფეხსაცმლის ბოლო მარაგიც გაიყიდა: „ეს ეპიზოდი უკან მოვიტოვეთ”

კომპანიის ფინანსურმა ხელმძღვანელმა, ჰარმ ოლმაიერმა განაცხადა, რომ Yeezy-ის არც ერთი ფეხსაცმელი აღარ დარჩა და ყველაფერი გაიყიდა.
მეტი

ნიკ ქეივი თავის ახალ გატაცებაზე – კერამიკული სკულპტურების შექმნაზე საუბრობს

„ეს ფიგურები თანმიმდევრობით გაჩნდა, თითქოს ერთმანეთის გაგრძელება იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, გაეგოთ ჩემი მდგომარეობა ისე, როგორც ამას სიმღერები ვერ ახერხებდნენ,” – გაამხილა ნიკ ქეივმა.
მეტი