Anana Kaye-ს ახალი სიმღერა Love is

“Love is არის პირველი რელიზი ჩვენი ახალი ალბომიდან Are You There? სიმღერა სიყვარულის უნივერსალურ და პარადოქსულ ბუნებას ეხება” – Anana Kaye
Anana Kaye - Love is
Anana Kaye – Love is

ამერიკაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების, Irakli Gabriel-ისა და Anana Kaye-ს ინდი-ალტ დუომ ახალი სიმღერა სახელწოდებით Love is გამოაქვეყნა.

დუეტი ახალი ალბომის Are You There?-ის გამოცემას უახლოეს მომავალში აპირებს, ეს სიმღერა კი სწორედ ამ ალბომის პირველი სინგლია. 

ალბომი Are You There? ეთნიკური ინსტრუმენტების გამოყენებით და ხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსების მონაწილეობით ისეთ თემებზე გვიყვება, როგორებიცაა თავისუფლება, ტრაგედია, სიყვარული. 

Love is-ის შესრულებაში ასევე მონაწილეობენ: ილია მაზია – დუდუკი, Irakli Gabriel – აკუსტიკური გიტარა, დენიელ სეიმური- ბასი, ჩარლი ჩემბერლენი ელექტრონული გიტარა და მანდოლინა. სიმღერის ავტორები კი არიან – დევიდ ოლნი და კიმ რიჩი.

Anana Kaye

“Love is არის პირველი რელიზი ჩვენი ახალი ალბომიდან Are You There? სიმღერა სიყვარულის უნივერსალურ და პარადოქსულ ბუნებას ეხება („Love is the sickness, Love is the remedy; a glorious triumph, a shameful disaster“). სიყვარულზე სიმღერა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე საუბარი. სიმღერაში სიყვარული აღწერილია, როგორც არამხოლოდ გრძნობა და ემოცია, არამედ, როგორც ყოფიერების განუყოფელი ნაწილი. მუსიკალური კლიპი გადავიღეთ მუშთაიდის ბაღში, სადაც მე და ჩემი და ბავშვობაში ხშირად დავდიოდით ხოლმე. ჩემთვის ეს ადგილი ჯადოსნური, დროში გაჩერებული პორტალია, რომელიც ახლაც ისევე გამოიყურება, როგორც ჩემს მოგონებებში. ამ პარკის შექმნის ლეგენდაც ძალიან მიყვარს. მუჯთაჰიდს თავისი ცოლისთვის, ნინოსთვის მიუძღვნია ეს ადგილი. როცა გარდაიცვალა, მან სახლის წინ დაკრძალა მეუღლე და საფლავზე მრავალი წითელი ვარდი დარგო. მუშთაიდი ფიროსმანის საყვარელი ბაღიც ყოფილა. ზუსტად აქ შეუყვარდა ნიკოს ერთი დანახვით ფრანგი მარგარიტა, ვინც იმავე სცენაზე მღეროდა, რომელიც ასახულია ჩვენი ვიდეოკლიპის ბოლოში. ლეგენდებს და ისტორიებს თავი რომ დავანებოთ, ამ ადგილას სიყვარული ფიზიკურად ჰაერში ტრიალებს. ეს აისახება იმ საყვარელ ხალხზე, რომელიც იქ მუშაობს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შოთა პაპას, რომელიც  საბავშვო მატარებელს მართავს და რომელიც ძალიან დაგვეხმარა, რომ სასურველი კადრები გადაგვეღო. ასევე, დიდი მადლობა “ეშმაკის ბორბლის” ოპერატორს. უპრობლემოდ გვირთავდა ატრაქციონს მანამდე, სანამ მზის ჩასვლის იდეალური კადრი არ დავიჭირეთ ყველაზე მაღალი წერტილიდან.

სიმღერის მუსიკალური პროდიუსერია ჩარლი ჩემბერლენი, რომელიც დაგვეხმარა, რომ ჩვენი თბილისური ფესვების და ამერიკული აპალაჩური ფოლკლორის სინთეზი გაგვეკეთებინა. სიმღერა ჩაწერილია ნაშვილში Forty-one Fifteen სტუდიაში.

მოისმინეთ Anana Kaye-ს სიმღერა Love is:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი და SZA სცენაზე Super Bowl LIX - ნახევარფინალურ შოუზე. 2025 წლის 9 თებერვალი, ნიუ ორლეანი, ლუიზიანა. ჯეიმი სკუაირი / Getty Images

კენდრიკ ლამარმა და SZA-მ Super Bowl-ის შოუს შემდეგ Billboard 200-ის ჩარტში ისტორიულ შედეგს მიაღწიეს

შემდეგი სტატია

SNL50, 2025 წლის გრემი და ოსკარის დაანონსებული დაჯილდოება ადასტურებს,  რომ 1960-იანი წლების მუსიკას კვლავაც დიდი გავლენა აქვს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი