უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა. უილ სმითი  B.I.G.-ის პირველად სწორედ იმ ღამეს შეხვდა, როცა რეპერი ლოს-ანჯელესში, ავტომობილიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.  

„არც კი მინდა ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, თითქოს რაღაც საშინელი წყევლაა. Biggie-ს მკვლელობამდე ოთხი საათით ადრე შევხვდი, Prince-ს კი გარდაცვალებამდე რვა საათით ადრე ვესაუბრე,“ – თქვა სმითმა და დაამატა, რომ Prince მასთან და ჯეი-ზისთან ბიზნეს იდეას განიხილავდა. „Prince მეუბნებოდა, რომ მე, მას და ჯეი-ზის ერთად გასართობი კომპანია უნდა დაგვეფუძნებინა. მითხრა, რომ ჯეისაც ესაუბრა და უნდოდა, ეს იდეა ერთად განგვეხორციელებინა,“ – გაიხსენა სმითმა. „იმ ღამეს ვისაუბრეთ, დილით კი ცოცხალი აღარ იყო. არ ვიცი, ეს ჩემთან დაკავშირებით რას ნიშნავს. ვფიქრობ – ღმერთო, არავინ დამირეკოს, არ დამირეკოთ.“  

სმითმა ისიც აღნიშნა, რომ The Notorious B.I.G.-ის შემთხვევა განსაკუთრებით ემოციური იყო მისთვის.  „Biggie-ს ამბავმა ამატირა,“ – თქვა უილ სმითმა რეპერის მკვლელობაზე საუბრისას. „ეს ძალიან მტკივნეული იყო. შემაშინა კიდეც.“  

უილ სმითი ამჟამად მუშაობს თავის ახალი ალბომზე, სახელწოდებით Based on a True Story. ეს ალბომი მისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი სტუდიური ნამუშევარია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ყოველთვიური მსმენელის რაოდენობით ლედი გაგა „სპოტიფაის” ყველა დროის რეკორდსმენი ქალი არტისტი გახდა

შემდეგი სტატია

ნინი ნუცუბიძის სიმღერა - Bella is a Whore

ნინი ნუცუბიძის ახალი სიმღერა  Bella is a Whore

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი
Blink-182-ის წევრები ტრევის ბარკერი და მარკ ჰოპუსი, 2023 წლის 14 აპრილი ფოტო: მონიკა შიპერი / Getty Images

Blink-182-ის წევრი მარკ ჰოპუსი აუქციონზე ბენქსის იშვიათ ნამუშავარს გაიტანს

ნამუშევრის სავარაუდო ღირებულება 6.3 მილიონ დოლარამდეა, მარკ ჰოპუსის თქმით, გაყიდვიდან მიღებული თანხა ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრებით დაზარალებულთა საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემა
მეტი