ყოველთვიური მსმენელის რაოდენობით ლედი გაგა „სპოტიფაის” ყველა დროის რეკორდსმენი ქალი არტისტი გახდა

მომღერალმა არიანა გრანდეს რეკორდი მოხსნა.
ლედი გაგა გრემის დაჯილდოების 67-ე ცერემონიაზე
Gilbert Flores

18 თებერვალს ლედი გაგამ ოფიციალურად მოხსნა არიანა გრანდეს რეკორდი და გახდა ქალი არტისტი, რომელსაც „სპოტიფაის” ისტორიაში ყველაზე მეტი ყოველთვიური მსმენელი ჰყავს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას მას აპლიკაციაში 123 736 959 მსმენელი ჰყავდა. ამ შედეგს მხოლოდ ორი არტისტი უსწრებს, ორივე მამაკაცი – ბრუნო მარსი და The Weeknd. ქალი მომღერლის წინა რეკორდი არიანა გრანდეს ეკუთვნოდა, რომელმაც დეკემბერში, თავის მხრივ, ტეილორ სვიფტის რეკორდი მოხსნა.

ლედი გაგასა და ბრუნო მარსის დუეტი Die With a Smile კვლავ განაგრძობს ჩარტებში დომინაციას. ამ კვირაში სიმღერა Billboard Hot 100-ის მეოთხე ადგილზე გავიდა მას შემდეგ, რაც ხუთი კვირის განმავლობაში პირველ პოზიციას იკავებდა. ამჯერად ჩარტის პირველი სამი ადგილი კენდრიკ ლამარის სიმღერებმა Not Like Us, Luther და TV Off გაინაწილეს. რაც შეეხება გაგას Abracadabra-ს, გასულ კვირას ის Hot 100-ის 29-ე ადგილზე გავიდა, ხოლო „ბილბორდის” საცეკვაო/პოპ სიმღერების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. 

Die With a Smile და Abracadabra შედის გაგას ახალ ალბომში Mayhem, რომლის გამოსვლაც 7 მარტს არის დაგეგმილი. სამშაბათს ინსტაგრამის პოსტში მომღერალმა ალბომის სიმღერების სრული სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც არის ფრანგ პროდიუსერ Gesaffelstein-თან თანამშრომლობით შექმნილი სიმღერა Killah.

ამასობაში კი Saturday Night Live-მაც გამოაცხადა, რომ გაგა ორმაგი მონაწილე იქნება 8 მარტის ეპიზოდისა – როგორც წამყვანის, ასევე მუსიკალური სტუმრის სტატუსით. პოპვარსკვლავი შოუს 50 წლის იუბილეზეც წარდგა, სადაც ენდი სემბერგთან ერთად შეასრულა შოუს საკულტო მუსიკალური ნომერი D-ck in a Box და Shallow-ს სოლო ვერსიაც იმღერა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Blink-182-ის წევრები ტრევის ბარკერი და მარკ ჰოპუსი, 2023 წლის 14 აპრილი ფოტო: მონიკა შიპერი / Getty Images

Blink-182-ის წევრი მარკ ჰოპუსი აუქციონზე ბენქსის იშვიათ ნამუშავარს გაიტანს

შემდეგი სტატია

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი