ჯესიკა სიმპსონი ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველ ალბომს და ახალ სინგლს Use My Heart Against Me-ს უშვებს

პოპ-ვარსკვლავის ბოლო მუსიკალური ნამუშევარი 2009 წლის საახალწლო ალბომი Happy Christmas იყო.
ჯესიკა სიმპსონი 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Rodin Eckenroth/Getty Images
ჯესიკა სიმპსონი 2024 წლის 4 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Rodin Eckenroth/Getty Images

ჯესიკა სიმპსონი მუსიკალურ სამყაროში ბრუნდება. სუპერვარსკვლავმა 21 თებერვალს, განაცხადა, რომ ის მუსიკალურ სამყაროში ახალი EP-ით Nashville Canyon, ბრუნდება, რომელიც 21 მარტს გამოვა.

ჯესიკა სიმპსონმა ახალი ეპოქის დასაწყისი EP-ის წამყვანი სინგლის, Use My Heart Against Me-ს გამოსვლით დაიწყო. ვარსკვლავი ნეშვილში Fancy Hagood-თან, ნატალი ჰემბთან, ლუსი სილვესისთან და ტრენტ დებსისთან ერთად მუშაობდა. ამასთან, ჯესიკა პირადი ცხოვრების სირთულეების გადალახვის ეტაპზეა, იგი მეუღლეს, ერიკ ჯონსონს დაშორდა.

„ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდები გავიარე და მუსიკა იყო ის, რამაც ცხოვრებაში დამაბრუნა. Nashville Canyon ყველასთვის არის განკუთვნილი. ეს არის მუსიკა იმის შესახებ თუ, როგორ უნდა იპოვო შენი შინაგანი ხმა და იყო ის, ვინც ნამდვილად ხარ.” – განაცხადა ჯესიკა სიმპსონმა პროექტის პრესრელიზში. 

,,მუსიკა შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს, ამ პროცესმა კი იმ ადგილისკენ წამიყვანა, საითაც ჩემი სული მიხმობდა.
ეს მუსიკა მხოლოდ მე არ მეხება, ყველას შეუძლია შეიგრძნოს, თუ ოდესმე თავი დაკარგულად ან შეუმჩნევლად ჩაუთვლია, ეს მუსიკა თქვენთვისაც არის. მინდა, მათ შევახსენო, რომ ისინი მარტო არ არიან.” – დაამატა ჯესიკა სიმპსონმა.

სიმპსონის ბოლო მუსიკალური ნამუშევარი 2009 წლის საახალწლო ალბომია სახელწოდებით – Happy Christmas. მუსიკალური კარიერის განმავლობაში, მან  შვიდი სტუდიური ალბომი გამოსცა. ჯესიკამ დებიუტ პროექტი Sweet Kisses 1999 წელს წარადგინა.

Nashville Canyon-ის მეორე ნაწილი 2025 წლის ზაფხულის დასაწყისში გამოვა, მანამდე კი  მოუსმინეთ ახალ სინგლს Use My Heart Against Me.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესი და რეიჩელ კორინი ფილმში Spring Breakers Annapurna Pictures/Courtesy Everett Collection

სელენა გომესის ფილმი სახელწოდებით Spring Breakers IMAX-ში გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი