რობერტა ფლეკი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალების მიზეზი არ დასახელებულა.
რობერტა ფლეკი 1971 წელს
Anthony Barboza/Getty Images

რობერტა ფლეკი, 1970-იანი წლების R&B ვარსკვლავი და ოთხი გრემის მფლობელი მომღერალი, 24 თებერვალს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ფლეკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე არ დასახელებულა.

„გულდაწყვეტილები ვართ, რადგან დიდებული რობერტა ფლეკი ამ დილას, 2025 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა,” – ვკითხულობთ განცხადებაში. „მან მშვიდად, ოჯახის წევრების გარემოცვაში განისვენა. რობერტამ გაარღვია საზღვრები და მოხსნა რეკორდები.”

ფლეკი ცნობილია ისეთი ჰიტებით, როგორებიცაა Killing Me Softly და The First Time Ever I Saw Your Face, რომელიც 1971 წელს კლინტ ისტვუდის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარში, Play Misty for Me-ში გაჟღერდა. 

ფლეკს ჯამში Billboard Hot 100-ში შესული 18 ჰიტი, ხოლო Billboard 200-ის ტოპ სამეულის ოთხი ალბომი აქვს. ის იყო პირველი მუსიკოსი, რომელმაც წლის ჩანაწერის კატეგორიაში გრემი ზედიზედ ორჯერ მოიგო – 1973 და 1974 წლებში. მას შემდეგ ამ შედეგის გამეორება მხოლოდ 2001 და 2002 წელს U2-მ მოახერხა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Harper’s BAZAAR-ის ახალ ნომერში რიანა მის მომავალ ალბომსა და A$AP Rocky-სთან ერთად შვილების აღზრდაზე საუბრობს

შემდეგი სტატია

კურტ კობეინი Nirvana - 1991 წლის 25 ნოემბერი, ამსტერდამი. ფოტო: Niels van Iperen/Getty Images

ტონი ჰოუკის თქმით  მისი დიდი სურვილი იყო, კურტ კობეინს მათი საერთო შვილიშვილი ენახა

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი