Billboard Pop Shop Podcast-ში რიანას მუსიკალური გეგმები და ახალი ალბომის გამოცემის შესაძლებლობები განიხილეს

Billboard Pop Shop Podcast-ის ბოლო ეპიზოდში წამყვანებმა განიხილეს რიანას ახალი ინტერვიუ, რომელიც Harper’s Bazaar-მა ახლახან გამოაქვეყნა.
რიანა Fenty Hair-ის წვეულებაზე ლონდონში. 2024 წლის 16 სექტემბერი.
Neil Mockford/GC Images

რიანას 2016 წლის Anti-ს შემდეგ ახალი ალბომი არ გამოუშვია. როდესაც ფანებმა თითქმის დაკარგეს იმედი, რომ მის ახალ ნამუშევრებს მოისმენდნენ, მომღერალმა ახალ ინტერვიუში მუსიკალურ გეგმებზე ისაუბრა. 

Billboard Pop Shop Podcast-ის ბოლო ეპიზოდში განიხილეს რიანას ახალი ინტერვიუ, რომელიც Harper’s Bazaar-მა ახლახან გამოაქვეყნა. მომღერალი ამბობს, რომ Anti-ს გამოშვების შემდეგ მთელი რვა წელი სტუდიაში მუშაობდა. „ეს არ იქნება ის, რასაც ელოდებიან,“ – აღნიშნავს რიანა. „ეს არ იქნება კომერციული ან რადიოსთვის ადვილად მისაღები. ის დაიკავებს ადგილს, რომელსაც ჩემი შემოქმედებითი განვითარება იმსახურებს. მგონია, რომ საბოლოოდ ვიპოვე პასუხი!”

მოისმინეთ Billboard Pop Shop Podcast, რომლის წამყვანებიც რიანას ახალი ალბომის გამოცემის შესაძლებლობებზე საუბრობენ.

გარდა ამისა, გადაცემის ეპიზოდში წამყვანებმა ჩარტები და მასთან დაკავშირებული სიახლეებიც განიხილეს. წამყვანებმა ისაუბრეს კვირის მთავარ ღონისძიებაზე – კინოაკადემიის დაჯილდოებაზე, რომელიც 3 მარტს გაიმართება. 

Billboard Pop Shop Podcast არის ერთიანი სივრცე ყველა იმ სიახლისთვის, რაც Billboard-ის ყოველკვირეულ ჩარტებში აისახება. აქ მსმენელს ხვდება საინტერესო დისკუსიები პოპ-მუსიკის ყველაზე აქტუალური ამბების, ჩარტების სტატისტიკის, ახალი მუსიკისა და ვარსკვლავების ინტერვიუების შესახებ. პოდკასტის წამყვანები არიან Billboard-ის აღმასრულებელი ციფრული დირექტორი ქეთი ეტკინსონი და Billboard-ის ჩარტებისა და მონაცემთა ოპერაციების მმართველი დირექტორი კეით კოულფილდი. 

პოდკასტს შეგიძლიათ მოუსმინოთ Billboard.com-ზე, Apple Podcasts-ში ან თქვენს საყვარელ პოდკასტ პლატფორმაზე. გადაცემის წინა ეპიზოდის მოსასმენად ეწვიეთ Billboard.com-ს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილი გერმანული ჯგუფი SNAP! ქართველი მსმენელის წინაშე Republic-ის სცენაზე წარდგება

შემდეგი სტატია

ტომ უეიტსის მუსიკა და პოეზია ამერიკულ უსახლკარობაზე გადაღებულ ახალ დოკუმენტურ სერიალში გაჟღერდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი