BLACKPINK-ის LISA-მ გულშემატკივრებს სადებიუტო სოლო ალბომი Alter Ego წარუდგინა

ალბომში 15 სიმღერაა გაერთიანებული, მათ შორის კოლაბორაციები Megan Thee Stallion-თან, Future-თან და სხვა არტისტებთან ერთად.
Lisa Wontae Go
Lisa
Wontae Go


რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, BLACKPINK-ის ვარსკვლავმა  სადებიუტო სოლო ალბომი წარადგინა. მასში 15 სიმღერაა გაერთიანებული, მათ შორის კოლაბორაციები Megan Thee Stallion-თან, Future-თან და სხვა არტისტებთან.

ალბომში წარმოდგენილია უკვე გამოცემული სინგლები — Rockstar, New Woman, რომელიც კოლაბორაციული ნამუშევარია როზალიასთან ერთად, Moonlit Floor (Kiss Me) და Born Again  Doja Cat-თან და RAYE-სთან ერთად. Alter Ego-ში LISA ხუთ სხვადასხვა პერსონას აერთიანებს: Roxi, Kiki, Vixi, Sunni და Speedi.

„ეს ხუთი პერსონაჟი მე თავად ვარ, თითოეულთან ვგრძნობ კავშირს,“ — განაცხადა მან Sean Evans-თან ინტერვიუში Hot Ones-ზე.

„მგონია, რომ შემიძლია საკუთარი თავი სრულიად სხვა ვერსიით წარვადგინო და ეს ძალიან სახალისოა, ვერ ვითმენ, როდის მოუსმენენ

გულშემატკივრები ამ ალბომს, რათა ისიამოვნონ და ჩემი სხვა მხარეც გაიცნონ.“ – განაცხადა არტისტმა.

Alter Ego-მდე, მომღერალს მხოლოდ ორი სოლო სინგლი ჰქონდა გამოცემული: 2021 წლის LALISA და MONEY, ორივე მათგანი Billboard Hot 100-ის ჩარტში მოხვდა. Liza იმავე წელს, DJ Snake-ის

ჰიტში SG, OZUNA-სთან და რეპერ HISS-თან ერთად გამოჩნდა, რომელიც Alter Ego-ში, სიმღერა Rapunzel-ში მონაწილეობს.

BLACKPINK-ის ჯგუფის რამდენიმე წევრს, ბოლო თვეების განმავლობაში სოლო

სიმღერების სეტი უკვე ჰქონდა გამოცემული. ROSÉ-მა პირველი სოლო ალბომი rosie დეკემბერში გამოუშვა, რასაც ორი თვის შემდეგ მოჰყვა JISOO-ს EP სახელწოდებით AMORTAGE.

JENNIE-ც მალე შეუერთდება მათ სადებიუტო ალბომით Ruby, რომლის გამოსვლაც 7 მარტს არის დაგეგმილი. 

BLACKPINK-მა თებერვალში 2025 წლის ზაფხულის მსოფლიო ტური დააანონსა. ეს იქნება ჯგუფის პირველი ერთობლივი ტურნე 2022-2023 წლების Born Pink World Tour-ის შემდეგ, რომელიც Billboard 200-ის ლიდერი ალბომის, Born Pink-ის მხარდასაჭერად ჩატარდა.

ნოემბერში, Billboard-ის გარეკანზე გამოჩენისას, LIZA-მ აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ჯგუფის სხვა წევრებთან შეხვედრას:  „ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ და

ვიცით, რამდენ ენერგიას ვდებთ თითოეულ პროექტში. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და მოტივაციას ვუმაღლებთ. ვეუბნებით: ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან.  მიხარია, რომ თითოეული მათგანი სოლო ნამუშევრებზე მუშაობს. ეს ის არის, რაც ყოველთვის გვინდოდა, ამიტომ უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მათი სიმღერები ძალიან მიყვარს.“ – განაცხადა LIZA-მ.

მოუსმინეთ LIZA-ს ახალ ალბომს  Alter Ego:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ზენდეია შრეკის ქალიშვილის როლს ასრულებს: ნახეთ ანიმაციის ახალი ნაწილის თიზერი

შემდეგი სტატია

წარმოგიდგენთ 2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამომსვლელებსა და წარმდგენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი