„ბილბორდის” ყოველწლიური სავიზიტო ღონისძიება Women in Music ვერ იქნება სრულყოფილი, ძლევამოსილი ქალების მუსიკალური გამოსვლების გარეშე და ვერც დაჯილდოება იქნება ასეთივე მნიშვნელოვანი, წარმატებული ქალი წარმდგენების გარეშე. გთავაზობთ სწორედ იმ არტისტების სახელებს, რომლებიც წლევანდელ ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.
შოუს გამომსვლელთა შორის არიან: ანხელა აგილარი, aespa, ერიკა ბადუ, გრეისი აბრამსი, მეგან მორონი, მუნი ლონგი და ტაილა. როგორც მანამდე გახდა ცნობილი, თითოეული ეს არტისტი ბილბორდის Women in Music-ის ტიტულით დაჯილდოვდება: აგილარი Breakthrough Award-ს მიიღებს, aespa წლის ჯგუფის, ხოლო ერიკა ბადუ წლის საკულტო პერსონის ტიტულს დაიმსახურებს. გრეისი აბრამსი წლის კომპოზიტორი, ქანთრის კრუნერი მეგან მორონი კი Rulebreaker Award-ის მფლობელი გახდება. ამომავალი ვარსკვლავის ტიტულს ამჯერად მუნი ლონგი მიიღებს. Blackpink-ის ჯენის Global Force Award გადაეცემა. მეგან ტეინორი Hitmaker Award-ით, GloRilla კი Powerhouse Award-ით დაჯილდოვდება.
აღნიშნულ არტისტებს სცენაზე შეუერთდებიან: ტანერ ადელი, ჯულია მაიკლსი, მაიკი გაიტონი, კალი უჩისი, მედისონ ბიერი, სამერ უოლკერი და ზარა ლარსონი, რომლებიც ცერემონიის წარმდგენები იქნებიან.
წლევანდელი შოუს წამყვანი ლავერნ კოქსი იქნება. 2025 წლის Women in Music-ის ცერემონია 29 მარტს კალიფორნიაში, „იუთუბის თეატრში” გაიმართება.