27 და 28 მარტს სოხუმის დრამატულმა თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა, რომელსაც კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა. სემინარები, სახელწოდებით „თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა თეატრის ბრენდის შექმნა, მისი პოზიციონირება, აუდიტორიასთან კავშირის დამყარება და სხვა.
რალუკა რადოი რუმინეთის კულტურის კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მომზადებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორია, სადაც ასევე უძღვება კულტურის მენეჯმენტისა და მარკეტინგის კურსს. 2020 წლიდან ის თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის (IATL) პიარისა და კომუნიკაციების მენეჯერია. სემინარი სწორედ IATL-სა და სოხუმის თეატრს შორის 2024 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.
ნახეთ ინტერვიუ რალუკა რადოისთან: