ედ შირანი და Weezer Coachella-ს ფესტივალზე წარდგებიან

Coachella-ს წლევანდელ ფესტივალზე არტისტთა გამოსვლის დროები გამოქვეყნდა
ედ შირანი 2024 წლის 26 მაისი, კალიფორნია. ფოტო: Jacobs/FilmMagic
ედ შირანი 2024 წლის 26 მაისი, კალიფორნია. ფოტო: Jacobs/FilmMagic

2025 წლის Coachella-ს ლაინაფზე აქამდე უცნობი შემსრულებლები ედ შირანი და Weezer  გამოჩნდნენ. ასევე გამოქვეყნდა წლევანდელ ფესტივალზე არტისტთა გამოსვლის დროები.  Weezer 12 აპრილს, ფესტივალის პირველ შაბათს, 15:10-დან 15:55 საათამდე Mojave-ის სცენაზე წარდგება, ხოლო  ედ შირანი იმავე სცენაზე მომდევნო შაბათს, 19 აპრილს, 15:00 საათზე გამოვა.

ორივე არტისტის გამოსვლას Yo Gabba Gabba!-ს შოუ მოჰყვება, რომელიც 16:45 საათზე დაიწყება.

Coachella-ს განახლებულ ლაინაფიში ედ შირანი და Weezer გამოჩნდნენ.  ფესტივალზე Weezer-ის გამოჩენა, 1994 წლის სადებიუტო The Blue Album-ის 30 წლის იუბილეს ემთხვევა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად, ბენდი წელს სხვა ფესტივალებზეც გეგმავს გამოსვლას. 

ედ შირანი კი Coachella-ზე  ახალი სინგლით Azizam გამოჩნდება, რომელიც მომავალ ალბომ Play-ში არის  შესული. 

ფესტივალზე ლაინაფის განახლება მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ FKA Twigs ფესტივალში მონაწილეობას სავიზო საკითხების გამო ვერ მიიღებს, ხოლო Anitta-მ  გამოსვლა „გაუთვალისწინებელი პირადი მიზეზების“ გამო გააუქმა.

Coachella-ს მთავარი სცენის ჰედლაინერები იქნებიან: Lady Gaga, Green Day, ტრევის სკოტი და Post Malone.

ფესტივალის არტისტთა სიაში ასევე შეხვდებით:  Charli XCX-ს, MeganThee Stallion-ს, Missy Elliott-ს და სხვა ცნობილ ვარსკვლავებს.

ფესტივალი  11-13 აპრილს და 18-20 აპრილს კალიფორნიის ქალაქ ინდიოში გაიმართება. სრული განრიგის სანახავად ინფორმაცია  Coachella-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mechanical Rainbow - MJERA!

Mechanical Rainbow-ს სიმღერა MJERA

შემდეგი სტატია

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - SITFY

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, ,,SITFY-საქართველოს” დახურვა და დაჯილდოება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Will Kolak

ქართული ბენდი will kolak ესპანეთში Mad Cool Festival-ზე წარდგება

ბენდმა ფესტივალის კონკურსის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით გადალახა და ზაფხულში, ყოველწლიურ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალზე, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში წარდგება.
მეტი