Tomorrowland-ის მთავარი სცენის ხანძრის თვითმხილველი შემთხვევას დაუჯერებელს უწოდებს

მთავარი სცენა ხანძარმა ოთხშაბათს, ფესტივალის დაწყებიდან ორი დღით ადრე გაანადგურა.
Tomorrowland-ის მთავარი სცენის ხანძარი
STRINGER/BELGA MAG/AFP via Getty Images

თვითმხილველი, რომელიც Tomorrowland-ის ხანძარს შეესწრო, შემთხვევას დაუჯერებელს უწოდებს.

კეი სოსბერგენი იმ კომპანიისთვის მუშაობს, რომელიც ფესტივალის „კეიტერინგს” უზრუნველყოფს. ის „ბილბორდს” უყვება, რომ DreamVille-ის ტერიტორიაზე მუშაობდა, როცა დაინახა, რომ ვიღაც მთავარ სცენას ვიდეოს უღებდა. 

„იქით გავიხედე და კვამლის დიდი ღრუბელი დავინახე, რომელიც ფესტივალის ტერიტორიიდან მოდიოდა. მაშინ მივხვდით, რომ რაღაც ხდებოდა. მერე ფეირვერკებიც გაეშვა და უკვე ვიცოდით, რომ რაღაც დიდი ხდებოდა. შემდეგ ჩემმა ხელმძღვანელმა დამირეკა, რომელმაც მითხრა, რომ მთავარი სცენა იწვოდა.”

სოსბერგენის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა დავალება მიიღეს, შეკრებილიყვნენ საკვებისა და სასმელების ტერიტორიაზე, სანამ მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ, რაც, სოსბერგენის თქმით, ორი-სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. მისივე თქმით, ტერიტორიის დატოვების ნებართვა ფესტივალის პრესკონფერენციის შემდეგ მიიღეს. 

პრესკონფერენციაზე Tomorrowland-ის სპიკერმა დები უილმსენმა აღნიშნა, რომ მათი გეგმაა, ფესტივალი დაგეგმილ დღეს (18 ივლისი) დაიწყოს, თუმცა ეს მთავარი სცენის გარეშე მოხდება, როგორც ამ, ასევე შემდეგ უიკენდზე.

„ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამისგან რაღაც მშვენიერი შექმნას,” – თქვა უილმსენმა. „მოგვიწევს გარკვეული ცვლილებების განხორციელება, თუმცა მთავარი განზრახვა ისაა, რომ ყველა დიდი არტისტის გამოსვლა შედგეს. იმედი გვაქვს, ხუთშაბათისთვის უფრო მეტი სიცხადე გვექნება.” 

უილმსენმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზატორები ფესტივალის გაუქმებას არ განიხილავენ, თუმცა „თუ ხვალ აღმოჩნდება, რომ ტერიტორია უსაფრთხო არ არის და ოფიციალური უწყებების ინსტრუქციებს მივიღებთ, მათ დავემორჩილებით. უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია.”

თითქმის არ არსებობს გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ახლა Tomorrowland-ის ორგანიზატორებმა. ფესტივალებს ყველანაირი ამინდი შეჰხებიათ, წვიმისა და ელვიდან დაწყებული, ტორნადოებითა და ქარიშხლებით დასრულებული, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა მთავარი სცენა ღონისძიების დაწყებიდან ერთი დღით ადრე ხანძარს გაენადგურებინა. 

Tomorrowland-ის ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ანტვერპენის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. ხანძრის დროს არავინ დაზარალებულა, Tomorrowland კი კვლავ გეგმავს სტრუმრებისთვის DreamVille-ის კემპინგის ტერიტორიის გახსნას. Tomorrowland-ის ინფორმაციით, ორი უიკენდის განმავლობაში ფესტივალი 400 000 ადამიანს მასპინძლობს.

ორგანიზატორებისა და ფანებისთვის მთავარი სცენის განადგურება დიდი დანაკარგია. მთავარი სცენა ფესტივალის ძირითადი ლოკაციაა, რომელიც ყველაზე დიდი არტისტების კონცერტებს მასპინძლობს და 100 000-ზე მეტ ადამიანს იტევს. პრესკონფერენციაზე უილმსენმა აღნიშნა, რომ წლევანდელ სცენაზე მუშაობა ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სოციალურ მედიაში უკვე ითხოვენ ბილეთების თანხის დაბრუნებას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ Tomorrowland 2025 იმის გარეშე დარჩა, რაც, უდავოდ, მისი მთავარი ხიბლია. 

„Tomorrowland-ის მთავარი სცენა თავისთავად ცალკე პროექტია. ეს სუპერ განსაკუთრებულია არა მხოლოდ მათთვის, ვინც ფესტივალისთვის მუშაობს, არამედ ყველასთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვისაც უყვარს და ყოველწლიურად ელოდება ფესტივალის მთავარი სცენის ნახვას,” – ამბობს სოსბერგენი. „ასე რომ, ეს სიტუაცია წარმოუდგენელი იყო. პირველი საათ-ნახევარი მართლაც დაუჯერებელი იყო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – GAT (Philippines)

შემდეგი სტატია

ჯეფ ბაკლი, 1994 წლის აგვისტო, ატლანტა. ფოტო: დევიდ თონგი/Getty Images

ჯეფ ბაკლის შესახებ დოკუმენტური ფილმის  – It’s Never Over, Jeff Buckley-ს თრეილერი გამოქვეყნდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი
სტუდია „ფანტასმაგორია“ ანიმაციური ფილმი - „ელენე დარიანი“

„ფანტასმაგორიას“ ანიმაციური ფილმი „ელენე დარიანი“ Arte Laguna Prize-ის მთავარი გამარჯვებულია

ფილმში მე-20 საუკუნის ეპოქის დამახასიათებელი ქართული მუსიკალური ნაწარმოებებია გამოყენებული, რომელიც ანიმაციის ემოციურ და პოეტურ ატმოსფეროს განსაზღვრავს.
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი
Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი