Tbilisi Mural Fest 2025-ის მიმოხილვა

წელს საქართველოს ხუთ ქალაქში 20-მდე ნამუშევარი შესრულდა.

დასრულდა უკვე ტრადიციად ქცეული Tbilisi Mural Fest-ის 2025 წლის სეზონი. წელს ფესტივალი კიდევ უფრო გაფართოვდა და საქართველოს ხუთი ქალაქი მოიცვა: თბილისი, გურჯაანი, ქუთაისი, გორი და ლანჩხუთი. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში ქალაქის ისტორიაში ქუჩის ხელოვნების პირველი ნამუშევარი შესრულდა. 

Tbilisi Mural Fest 2025-ის ფარგლებში ჯამში 20-მდე მურალი შეიქმნა როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო არტისტების ავტორობით. ფესტივალში მონაწილეობდნენ მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დაწყებული ავსტრალიიდან, სერბეთით დასრულებული.

წინა წლების მსგავსად, ფესტივალმა ამჯერადაც განახორციელა პროექტი, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს უკავშირდება. უკვე მეორედ შესრულდა პროექტი „აფხაზეთი“, რომლის მთავარი გზავნილია – „აფხაზეთის სახელია საქართველო.“

2025 წლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას „ცეკვის“ სერია წარმოადგენს, რომელიც ეძღვნება ქართულ ცეკვასა და მოძრაობას, როგორც კულტურული იდენტობის მნიშვნელოვან ფორმას. პროექტები საქართველოს ხუთ ქალაქში TMF Studio-სთან თანამშრომლობით შესრულდა.

ასევე განხორციელდა მორიგი 3D მურალის პროექტი თბილისის მთავარ გამზირზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შენობაზე. პროექტი შესრულდა ბერლინში დაფუძნებულ Studio ReSORB-თან და ვიზუალურ არტისტ სტეფან ჰიმიკთან თანამშრომლობით.

აღსანიშნავია ასევე ავლაბარში შესრულებული პროექტი „დედა და შვილი“, რომელიც Tbilisi Mural Fest-ის დამფუძნებელმა და ქუჩის ხელოვნების არტისტმა ბესიკ მაზიაშვილმა აფზალ ფირზადესთან ერთად განახორციელა. პროექტმა დიდი საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა. 

ამავე წელს ბესიკ მაზიაშვილი მიწვეულია Street Art Cities-ის ექსპერტთა საბჭოში და მონაწილეობას მიიღებს 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო მურალის შერჩევაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მარცხნიდან მარჯვნივ: რიკ რაიტი, დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი - 1973 წელი. მაიკლ ოჩსის არქივი/Getty Images

Pink Floyd-ის Wish You Were Here დიდ ბრიტანეთში 2025 წლის საშობაო N1 ალბომი გახდა

შემდეგი სტატია

Ninasamani-ს სადებიუტო სინგლი სახელწოდებით betoni

შეიძლება დაგაინტერესოთ

თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ექსპერიმენტული სივრცე „თბილი ორგია“ არსებულ შენობას ტოვებს და ახალ ეტაპს იწყებს

„ჩვენი შენობა იხურება - მაგრამ კონცეფცია არ კვდება: გააქტიურდება მუსიკალური ლეიბლი, სადაც იგეგმება როგორც მრავალი ალბომის, ისე სინგლის და კომპილაციების გამოშვება. გაიმართება რადიოშოუები, რომელიც გააგრძელებს ადგილობრივი არტისტების და სცენის მხარდაჭერას“ -„თბილი ორგიას” კოლექტივი.
მეტი
ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

ქართული ცეკვის ლეგენდად ქცეული – ომარ მხეიძის საიუბილეო საღამო

25 სექტემბერს რუსთაველის ეროვნულ თეატრში ლეგენდარული მოცეკვავის, ომარ მხეიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მეტი

ფოლკლორი, როგორც ქართული იდენტობის ცოცხალი მეხსიერება

ინტერვიუ ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან და ანსამბლ „ბასიანის” სამხატვრო ხელმძღვანელთან და დამაარსებელთან - გიორგი დონაძესთან.
მეტი

„თეატრის ბრენდი და ბრენდინგი: ემოციური კავშირების შექმნა სცენის მიღმა“ – სოხუმის თეატრმა ორდღიან მასტერკლასს უმასპინძლა

სემინარს კულტურის მარკეტინგისა და მენეჯმენტის რუმინელი სპეციალისტი რალუკა რადოი უძღვებოდა.
მეტი
მაშო სიდამონიძე - მოცეკვავე

ქართველ მოცეკვავე მაშო სიდამონიძეს უნიკალური შანსი აქვს,  Ciara-ს მუსიკალურ ვიდეოში მოხვდეს

მოცეკვავე მაშო სიდამონიძე ცეკვის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვების შემთხვევაში კი მას შანსი ეძლევა, ცნობილი ამერიკელი მომღერლისა და სიმღერების…
მეტი

„ახალი თეატრი” საპროტესტო მანიფესტს აანონსებს

„რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ!” - განაცხადა დავით დოიაშვილმა.
მეტი