საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
Macklemore 2025 წლის Lollapalooza Paris Festival-ზე.
KRISTY SPAROW/GETTY IMAGES

Macklemore-ს ისრაელის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ მწვავე პროტესტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც არტისტმა სცენიდან გააჟღერა მოწოდება: „თავისუფლება პალესტინას“.

Macklemore ამ საჯარო გზავნილით 4 სექტემბერს ნიუ-ჯერსის MetLife Stadium-ზე გამოვიდა, სადაც ის ედ შირანის Sheeran ტურნეს შეუერთდა.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ ტურნეში მონაწილეობა მსურდა, სწორედ ის არის, რომ ასეთ სტადიონებზე დავდგე და ვთქვა ორი სიტყვა, რომლებიც ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა: თავისუფლება პალესტინას. მე ვამბობ: თავისუფლება პალესტინას! მინდა ეს სიტყვები მკაფიოდ და ხმამაღლა ისმოდეს, რათა ხალხმა ღაზიდან ოკუპირებულ დასავლეთ სანაპირომდე იცოდეს, რომ ისინი არ დაგვივიწყებია,” – თქვა არტისტმა. 

რეპერმა ასევე შეასრულა თავისი საპროტესტო სიმღერა – Hind’s Hall. 

მისი თქმით, სჯერა, რომ დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი იმსახურებს, ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა და მშვიდობა  და არ ესმოდეს ძალადობის ხმა. „[ადამიანები იმსახურებენ] გაიგონ საბავშვო მოედანზე სიცილის ხმა და არა – თვითმფრინავებისა და ბომბების. მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დილით შვილებს დაემშვიდობონ ისე, რომ არ უწევდეთ ფიქრი, არის თუ არა ეს უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც საკუთარ შვილს კოცნიან“.

მუსიკოსმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს პროტესტის გამოხატვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„თუ იმ შიშს, რომელსაც გუშინ თვითმფრინავში ვგრძნობდი, ნებას მივცემდი შეეჩერებინა ჩემი გულისტკივილის გამოხატვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი და მაყურებლის კომფორტი შემენარჩუნებინა, მაშინ აღარ ვიქნებოდი იმის ღირსი, რომ სცენაზე ვიდგე. ამიტომ, მე ვამბობ: თავისუფლება პალესტინას! ვამბობ – თავისუფლება ამერიკას, თავისუფლება კუბას, კონგოს, სუდანს, ირანს და ამერიკაში მცხოვრებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შიშში უწევს ცხოვრება ტერორისტული ორგანიზაცია ICE-ის (საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური) გამო“.

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე მოამზადა პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.

შირანის ვებგვერდზე 8 სექტემბრის მონაცემებით განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, Macklemore აშშ-ის სტადიონებზე დაგეგმილ რვა შოუს  გახსნის. 

„ეს იყო ედ შირანის კონცერტი და არა პოლიტიკური აქცია, საპროტესტო გამოსვლა ან აქტივისტური ღონისძიება,” – ნათქვამია IAC-ის პეტიციაში. „საკითხავი ის არ არის, აქვს თუ არა Macklemore-ს უფლება, ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებები. კითხვა ის არის, სად უნდა გაივლოს ზღვარი, როდესაც შოუს გამხსნელი შემსრულებელი გლობალური საკონცერტო ტურნეს პლატფორმას ცალმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგის გასაჟღერებლად იყენებს. ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება მაშინ, როდესაც გზავნილი ეყრდნობა შერჩევით  ვიზუალურ მასალას, მიკერძოებულ შინაარსს და სადავო მტკიცებულებებს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ფაქტების სახით, ყოველგვარი კონტექსტისა და სიღრმისეული განხილვის გარეშე მიეწოდება“.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ტურნეს ორგანიზატორებს,  განმარტონ, იყო თუ არა წინასწარ შეთანხმებული Macklemore-ის პოლიტიკური სიტყვა, ვიზუალური კონტენტი და სიმღერის – Hind’s Hall-ის შესრულება.

Macklemore აქტიურად გამოხატავს პალესტინელების მხარდაჭერას მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფონზე. 2024 წლის მაისში მან გამოუშვა სიმღერა – Hind’s Hall სტუდენტური პროტესტების მხარდასაჭერად, სადაც გააკრიტიკა აშშ-ის მიერ ისრაელის დახმარების პრაქტიკა. მან განაცხადა, რომ სიმღერის სტრიმინგიდან მიღებული მთელი შემოსავალი გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების ფონდს  გადაერიცხებოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ლადო ბურდულისა და ჯგუფ „რეცეპტის“ ფირფიტის, „რჩეული სიმღერების“ პრეზენტაცია

ლადო & რეცეპტი: „რჩეული სიმღერები“ – ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა ახალ ფირფიტას წარადგენს

შემდეგი სტატია

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი