ნინო ქათამაძის ჯაზი „დედაენაში“

21 აპრილს „დედაენის” სცენაზე ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართა

21 აპრილს, „დედაენის“ ბარში, ჯაზის საოცარი საღამო შედგა, სადაც ნინო ქათამაძემ ნაცნობ სიმღერებთან ერთად ახალი სიმღერაც შეასრულა.

ბენდის შემადგენლობაში იყვნენ: პაპუნა შარიქაძე (კლავიში), ხონძი (საქსოფონი), კაკი ჯაფარიძე  (დრამი), გოჩა ყაჭეიშვილი (გიტარა), და უჩა გუგუნავა (ბასი). 

ნინო  ქათამაძე

„დედაენა“ ალბათ ერთ-ერთი სივრცეა, რომელიც თავის დასახელებას აბსოლუტური სიზუსტით ასრულებს, იმიტომ, რომ ნამდვილად ისეთი ადგილია, სადაც ქართული სიტყვა ფასობს, სადაც ნამდვილ მუსიკას მოუსმენ და სადაც სწორი ფასეულობების მქონე ადამიანებს შეხვდები. ეს ის ადგილია, სადაც ქართული თანამედროვეობა ნამდვილად პროგრესულია.“

28, 29 აპრილს, კიევში, უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე ნინო ქათამაძე ბენდთან ერთად კონცერტს გამართავს. მასთან ერთად კი, მსმენელის წინაშე მომღერალი ნატალია ნაყოფია წარდგება. 

„უკრაინაში ჩვენ უკვე გვქონდა ოთხი კონცერტი, ორი ნიკოლოზ რაჭველთან ერთად იყო, რომელიც სოფო ჭყონიას პატრონაჟით ჩატარდა, ლვოვის ფილარმონიის სიმფონიურ ორკესტრთან, ერთი კიევის მეტროში და ერთიც „რივნოს“ ჯაზ-ფესტივალზე. ასეთი ისტორია ახლდა ამ უკანასკნელს, ზუსტად ათი წლის წინ, ფესტივალის გახსნის დღესაც,  მე ვმღეროდი. აგვისტოში ვიყავით დამოუკიდებლობის დღეს მე და ნიკოლოზი. ეს იყო ძალიან დიდი შთაბეჭდილებით, სირთულეებით და ემოციებით დატვირთული მოგზაურობა.

რაც შეეხება ახლანდელ კონცერტს, ეს სპონტანურად დაგეგმილი კონცერტია, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენთან ერთად სცენაზე იქნება ნატალია ნაყოფია, რომელიც ძალიან მიყვარს და მახარებს, იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია და ვფიქრობ  ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, ვინც ნულიდან საოცარი რამ შექმნა იმ სივრცეში, სადაც ყველაფერი არ არის დალაგებული და შოუ ბიზნესს ბევრი რამ სჭირდება იმისთვის, რომ კაშკაშებდეს. უკრაინა ჩემი სახლია, იქ რაც ხდება და რა სირთულეებსაც გადის ეს ქვეყანა მეც იმავენაირად განვიცდი. ვნახოთ, რა იქნება. მთავარია, რომ მივდივართ.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰეილი ბიბერი ამბობს, რომ ამ წელიწადმა მას „ყველაზე სევდიანი და რთული მომენტები” მოუტანა

შემდეგი სტატია

ედი ვან ჰალენის გიტარა აუქციონზე მილიონებად გაიყიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიუს სპრინგსტინი - 2024 წლის 18 ივლისი, სტოკჰოლმი Iwi Onodera/Redferns

ბრიუს სპრინგსტინი გამოსამშვიდობებელი ტურნეს შესახებ ჭორებს უარყოფს – „ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ”

„რას ვემშვიდობებით, როცა ათასობით გულშემატკივარს შენი ნახვა უხარია?“ - განუცხადა ბრიუს სპრინგსტინმა ფილადელფიაში შეკრებილ აუდიტორიას.
მეტი
ტეილორ სვიფტი Eras ტურნეზე, 2024 წლის 21 ივნისი ლონდონი, უემბლის სტადიონი. ფოტო: კევინ მაზური

უემბლის სტადიონმა ტეილორ სვიფტს Eras ტურნეს აღსანიშნავად სპეციალურად მისთვის დამზადებული გიტარა აჩუქა

პოპ-ვარსკვლავი პირველი სოლო არტისტია, ვინც უემბლის სტადიონზე ტურნეს განმავლობაში რვაჯერ წარდგა სცენაზე
მეტი