Inner City-ის კონცერტი თბილისში. ინტერვიუ ამერიკული ტექნო სცენის პიონერ არტისტ კევინ სანდერსონთან

2022 წელს, გავლენიანმა გამოცემა Rolling Stone-მა Inner City-ის 1988 წლის ჰიტი, სახელწოდებით Good Life „ყველა დროის 200 საუკეთესო საცეკვაო სიმღერების“ სიაში შეიყვანა.
Inner City

28 აპრილს, „აქსის თაუერსში“ მდებარე  „ფალესტრას“ ღია სივრცეში, ცნობილი ამერიკული ელექტრონული ჯგუფის – Inner City-ის კონცერტი გაიმართა. Inner City, როგორც მუსიკალური პროექტი, 1987 წელს დაარსდა. ჯგუფი დეტროიტელი ტექნო მუსიკის პიონერი არტისტის, კომპოზიტორ კევინ სანდერსონისა და მომღერალ პერის გრეის თანამშრომლობით ჩამოყალიბდა. 1989 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Paradise წარადგინა. 

მუსიკალურ ბაზარზე Inner City-მ საცეკვაო მუსიკის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა. 2022 წელს, გავლენიანმა გამოცემა Rolling Stone-მა Inner City-ის 1988 წლის ჰიტი, სახელწოდებით Good Life „ყველა დროის 200 საუკეთესო საცეკვაო სიმღერების“ სიაში შეიყვანა. Inner City, როგორც ჟანრის ერთ-ერთი პიონერი, ისეთი არტისტებისა და მუსიკალური პროექტების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან: გლორია გეინორი, The Chemical Brothers, Björk, Daft Punk და სხვა. 

2020 წელს, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, Inner City მუსიკალურ ინდუსტრიაში მოულოდნელად დაბრუნდა და ახალი ალბომი – We All Move Together გამოუშვა. ამჯერად ჯგუფს კევინ სანდერსონის ვაჟიც შეუერთდა და მუსიკალური პროექტის შემოქმედებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

28 აპრილს, კონცერტის დაწყებამდე „Billboard საქართველო“ Inner City-ის დამფუძნებელს კევინ სანდერსონს შეხვდა. ინტერვიუში არტისტმა მუსიკალური სცენის განვითარებაზე, Inner City-ის ახალ ეტაპზე და საქართველოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა. 

კევინ სანდერსონი:

„ჩემი  მუსიკალური შემოქმედებითი კარიერა ძალიან საინტერესო დროს დაიწყო. ამ დროს მუსიკალურ სცენაზე განსაკუთრებული ენერგეტიკა იყო. ეს ტალღა მთელს მსოფლიოში ვრცელდებოდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ლონდონი, რომელმაც იმდროინდელი მუსიკალური სფეროს განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. ამ დროს რეივ კულტურის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 90-იან წლებში მუსიკალურ სცენაზე ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარდა. მსმენელმაც შეიყვარა მუსიკა, დაიწყეს კლუბებში სიარული, მუსიკალურ ღონისძიებებზე დასწრება. ეს ცხოვრების წესად იქცა და მსოფლიოს ვირუსივით მოედო. ამ ეპოქიდან დაახლოებით 25 წლის შემდეგ გაჩნდა სოციალური ქსელები და სტრიმინგ სერვისები. ციფრულმა ეპოქამ მუსიკოსები და აუდიტორია ერთმანეთთან დააკავშირა. ინტერნეტ და სოციალური მედიის ეპოქამ მუსიკალური განათლების დონე და ზოგადად ცნობადობა გაზარდა. ახლა მარტივად შეიძლება აღმოაჩინო არტისტი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილიდან, არ არის აუცილებელი მის მუსიკალურ საღამოზე მოხვდე. შესაძლოა, მის შემოქმედებას უკვე ონლაინ გაეცნო. ამ პროცესებმა ცხადია, შეცვალა მუსიკალური ინდუსტრია და ახალ ეტაპზე გადაიყვანა.“

კევინ სანდერსონი, Inner City

კევინ სანდერსონი მიიჩნევს, რომ დღევანდელი რეალობა პროგრესის შედეგია, რომელმაც მუსიკის ხელმისაწვდომობა განაპირობა, რაც დადებითი ფაქტორია. გარდა შემოქმედებითი ნაწილისა, კევინ სანდერსონს კრიტიკოსები ისეთ არტისტად ახასიათებენ, ვისაც საკუთარი შემოქმედების კომერციალიზაციის კარგი ხედვა აქვს. ჯერ კიდევ 1997 წელს, Inner City-ზე საუბრისას არტისტი ამბობდა, რომ სურს, რაც შეიძლება მეტ აუდიტორიას მისწვდეს. შემოქმედების საყოველთაოდ გავრცელება და მსმენელში მეტი პოპულარობის მოპოვება კევინ სანდერსონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. სწორედ ამ ხედვამ განაპირობა, რომ არტისტი და მისი პროექტი Inner City თანამედროვე რეალობასთან ადაპტირდა და  2020 წელს, (პირველი ალბომის გამოშვებიდან 30 წლის შემდეგ), ალბომის წარდგენით შემოქმედებაში ახალი ეპოქა დაიწყო. 

Inner City-ის დღევანდელი შემადგენლობა განსხვავებულია. მუსიკალურ პროექტს ახალი ვოკალისტი, სტეფან კრიტსიანი ჰყავს. მან ჯგუფში პერის გრეი ჩაანაცვლა, რომელმაც მუსიკალური სცენა დატოვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Inner City-ის კევინ სანდერსონის შვილი, დენტიზ სანდერსონიც შეუერთდა. 

კევინ სანდერსონი:

„ყველაფერი Inner City-ის ალბომის 30 წლის საიუბილეო თარიღით დაიწყო. ამ დროისათვის ახალ ვოკალისტთან, სტეფანისთან ვთანამშრომლობდი. ჩემს გვერდით იყო ჩემი ვაჟიც, რომელიც ჯგუფის წევრია. Მათგან დიდ თანადგომას ვგრძნობდი, გარემოებების გათვალისწინებით, საბოლოოდ ვიფიქრე – რატომაც არა? გამოვუშვით ალბომი, დავიწყეთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და მუსიკალური შოუების ჩატარება.“

კევინ სანდერსონი საქართველოს მეორედ ეწვია. „Billboard საქართველოსთან“ საუბრისას სანდერსონმა აღნიშნა, რომ აქ განსაკუთრებული ენერგეტიკაა, რომელსაც აუდიტორია განაპირობებს. 

„ამ ქვეყანაში გამორჩეულად თბილი ხალხია, ასევე, გასაოცარი სამზარეულო გაქვთ, აქ განსაკუთრებული ატმოსფეროა. აუდიტორია სიცოცხლით სავსე და გახსნილია, რაც არაჩვეულებრივია.“ – აღნიშნავს კევინ სანდერსონი.

Inner City-ის კონცერტი ენერგიული შესრულებით, მუსიკოსების არტისტულობით და აუდიტორიასთან ინტერაქციით გამოირჩეოდა. კევინ სანდერსონის მუსიკა ტექნოს ნოსტალგიური ჟღერადობისა და თანამედროვე მუსიკალური ტენდენციების სინთეზს ქმნის, რითაც Inner City რეივ სცენის სხვადასხვა თაობის აუდიტორიას ერთ საცეკვაო მოედანზე აერთიანებს.

„ფალესტრაში“ გამართული მუსიკალური საღამოს ფარგლებში, სცენაზე ქართველი არტისტებიც წარდგნენ. აუდიტორიისათვის  Monkey-ს რეზიდენტმა თემურიკო დიასამიძემ და ნინო კვანტრიშვილმა დაუკრეს.

მოუსმინეთ Inner City-ის ჰიტს – Good Life:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„უკრაინა + საქართველო – ერთმანეთის გვერდით” – საქველმოქმედო კონცერტი სოხუმის თეატრში

შემდეგი სტატია

ფრედი მერკურის ძვირადღირებული ნივთების საგამოფენო ტურნე მოეწყობა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი