როგორ შეიქმნა Dear Mama – ერთ-ერთ საუკეთესო ფილმი თუფაქის შესახებ

არტისტის დედასთან ურთიერთობის გავლით, ალენ ჰიუზმა თუფაქის ყოვლისმომცველი პორტრეტი შექმნა.
ალენ ჰიუზი. ფოტო: მაიკლ ბეკერი/FX

ბოლო 20 წლის განმავლობაში მაყურებელმა თუფაქ შაკურზე გადაღებული არაერთი დოკუმენტური ფილმი იხილა. რეჟისორ ალენ ჰიუზის ნამუშევარი კი ყველა მათგანისაგან განსხვავდება. Dear Mama ხუთი ეპიზოდიანი სერიალია, რომლის პრემიერა FX-ზე 21 აპრილს შედგა. ნამუშევარი იშვიათ ჩანაწერებს შეიცავს და ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ არტისტის, თუფაქ შაკურისა და მისი დედის – აფენი შაკურის ურთიერთობას ასახავს. აფენი შაკური აქტივისტი იყო, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა. გარდა ამისა, საარქივო მასალა აერთიანებს რეპერის მეგობრებისა და გარემოცვის კადრებსა. 

როგორც რეჟისორმა BIllboard-თან საუბრისას თქვა, მას სურდა არტისტის პიროვნება ეჩვენებინა.  

მუსიკალური დოკუმენტური ფილმები სხვადასხვა სტილში შესაძლოა გადაიღო. ზოგიერთი ბიოგრაფიაზე ფოკუსირდება, ზოგიერთი ინტერვიუზე, ზოგიერთი რეჟისორი კი არტისტის მუსიკალური შემოქმედების კონკრეტულ ეპოქას ირჩევს და თავის ნამუშევარს მასზე აგებს. ალენ ჰიუზმა განსხვავებული გზა აირჩია: მან ყურადღება აფენი შაკურზე გაამახვილა რომელიც არამხოლოდ თავად იყო გამორჩეული ფიგურა, არამედ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავისი შვილის ისტორიის  განვითარებაში. „ვთქვი, ვისურვებდი გავაკეთო ხუთნაწილიანი სერია, რომლის ნარატივი ისევე იქნება ფოკუსირებული დედამისზე, როგორც თავად მასზე” – განმარტავს ჰიუზი. 

აფენი შაკური. კადრი ფილმიდან Dear Mama/FX.

ალენ ჰიუზი თავის ძმასთან ერთად, ალბერტ ჰიუზთან მუშაობდა და არაერთი ცნობილი ნამუშევრის ავტორია. როგორც დამოუკიდებელი ავტორი, დოკუმენტურ კინოში, 2017 წელს გამოჩნდა როცა The Defiant Ones წარადგინა. The Defiant Ones ოთხი სერიისაგან შემდგარი ერთ-ერთ გახმაურებული დოკუმენტური ნამუშევარია, რომელიც  Interscope Records-ის დამფუძნებლის, ჯიმი აიოვინის და Dr. Dre-ს ურთიერთობას უკავშირდება. მოგვიანებით ჰიუზს დაუკავშირდა ტომ უოლი, რომელიც რეპერთან ერთად მუშაობდა. 

როგორც ნიკ გრედი, FX Entertainment-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, ჰიუზის მიდგომა დოკუმენტურ სერიალზე Dear Mama  მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კომპანიის სტრატეგიისათვის, რომ დოკუმენტური პროექტების მიმართულება გაეგრძელებინათ. 

„გადავწყვიტეთ, რომ თუკი ამ პროექტს გავაკეთებდით, ის უნდა განგვეხილა იმავე კრიტერიუმებით, რომელსაც ჩვენი პროექტები აკმაყოფილებს. მაგალითად, რამდენად ორიგინალურია პროდუქტი და არის თუ არა მასში ისეთი რამ, რაზეც ხალხი 10 და 20 წლის შემდეგ ილაპარაკებს“ –  აღნიშნავს ნიკ ფრედი. 

სერიალში ადრეული ეპიზოდი ფოკუსირებულია გასული საუკუნის 60-იან და 70-იან წლებზე, როცა  აფენი შაკური Black Panther-ის მოძრაობაში იყო აქტიურად ჩართული. ფილმის ეს ეპიზოდი გადმოსცემს ისტორიას, თუ როგორი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა თუფაქის ცხოვრებაზე ამ მოვლენებმა. აფენი შაკურის Black Panther-ის წევრის სტატუსი მისი და თუფაქის ურთიერთობას გარკვეული დროის განმავლობაში უჩვეულოდ ცვლიდა. „ჩვენ დროს ერთად არ ვატარებდით, რადგან ის ყოველთვის გამოსვლების ორგანიზატორი იყო და სასწავლებლებს სტუმრობდა. შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა და ერთად უფრო ხშირად ვიყავით“ – ამბობს არტისტი ადრეულ საარქივო ჩანაწერში.  საბოლოოდ, აფენი შაკურმა  1984 წელს თავისი ოჯახი ბალტიმორში გადაიყვანა, სადაც თუფაქს რთული პერიოდის გავლა მოუხდა.

თუფაქ შაკური. კადრი ფილმიდან Dear Mama/FX.

მოუხედავად იმისა, რომ Dear Mama ყოვლისმომცველი დოკუმენტური ნამუშევარია, ჰიუზის თქმით, ის არ ცდილობს მაყურებელს რაიმე მორალური დასკვნა შესთავაზოს. 

ნამუშევარი რეპერის კანონთან არსებულ პრობლემებსაც მოიცავს. Საარქივო მასალაში ვხვდებით სცენებს, სადაც თუფაქი პოლიციელებს ესვრის. ეს შემთხვევა 1993 წელს ჰელოუინზე მოხდა, როდესაც არტისტმა დაინახა, როგორ ურტყამდა ერთ-ერთი პოლიციელი შავკანიან კაცს. დოკუმენტური ნამუშევარი ასევე გვაჩვენებს 1994 წლის მოვლენებს, როცა რეპერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. 

„ყველა ის დანაშაული, რომელშიც იგი ბრალდებული იყო, ფილმში მოთხრობილია იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მასთან ახლოს იყვნენ. ეს არ არის ჩვეული დოკუმენტური ნამუშევარი, რომელიც ეფუძნება პრინციპს – მოდი საკითხი შევისწავლოთ“- ამბობს ალენ ჰიუზი.

თუფაქ შაკური. კადრი ფილმიდან Dear Mama/FX.

ფილმის გამორჩეული ნაწილია თავად რეპერის ინტერვიუები. ეს ჩანაწერები კარგად ასახავს თუფაქის შინაგან არასტაბილურობას. არტისტი თავის წარმატების მწვერვალზე მაშინ აღმოჩნდა, როცა მას პოლიტიკოსები და პრესა უარყოფითად მოიხსენიებდა.  

ჰიუზი ამბობს, რომ Dear Mama-ზე მუშაობამ და მისმა შექმნამ დედასთან საკუთარ ურთიერთობაზე დააფიქრა. აღსანიშნავია, რომ ჰიუზის დედა თავადაც აქტივისტი იყო. 

ნახეთ დოკუმენტური სერიალის – Dear Mama-ს ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კეტი პერის ვიდეო, სადაც ის მეფე ჩარლზ III-ის კორონაციაზე დასაჯდომ ადგილს ეძებდა, ვირუსულად გავრცელდა 

შემდეგი სტატია

ანამარია ბურდული

თვითნასწავლი მუსიკოსი და მულტიმედია არტისტი – ანამარია ბურდული

შეიძლება დაგაინტერესოთ

Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი
მადონა, Celebration-ის გლონალურ, 2023 წლის 15 ოქტომბერი კევინ მაზური/WireImage Live Nation

მადონა გულშემატკივრების აზრით ინტერესდება და კითხულობს,  მისი ბიოგრაფია სერიალის სახით გამოვიდეს თუ ფილმის  

2023 წელს Universal Pictures-ში მადონას ბიოგრაფიული ფილმის გადაღებები მუსიკოსის გლობალური ტურნეს, Celebration-ის გამო შეჩერდა.
მეტი
Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
მეტი

ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმში გაჟღერდება, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე თამაშობს

„უღრუბლო ცას” შესულია ჯგუფ „ვაკის პარკის” 2003 წლის ალბომში „ახალი დღე”.
მეტი