Hang Me, Oh Hang Me – ცნობილი სიმღერის განსხვავებული ვერსია SophiO-ს შესრულებით

ქართველი მომღერალი ამ კომპოზიციის პირველი ქალი შემსრულებელია.

SophiO-მ ცნობილი სიმღერის Hang Me, Oh Hang Me საკუთარი ვერსია გამოსცა. სიმღერას აკომპანემენტს გია ქარჩხაძე (გიტარა) და სოფო აფხაზავა-შარაშენიძე (ჩელო) უკეთებენ. ხმის ინჟინერი ლაშა უგულავაა. კომპოზიცია DUO Records-ში ჩაიწერა.

SophiO:

„ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა. აი, სპეციალური ჩაწერის სესიაც კი არ გვქონია. ჩემმა პროდიუსერმა გია ქარჩხაძემ მომასმენინა ეს სიმღერა. Ძალიან მომეწონა და მოდი, მოვსინჯოთო, ვთქვით. ასე ვიმღერეთ ექსპრომტად და მერე სიმღერ-სიმღერაში ერთ-ერთი ვერსია ჩანაწერად გადავაქციეთ. აი, ასე ბუნებრივად გამოგვივიდა და შედეგი ძალიან მოგვეწონა.”

გია ქარჩხაძე – პროდიუსერი, მუსიკოსი:

„ასეთი ტიპის შედევრები, როგორიცაა Hang Me, ბევრი არ არის. საერთოდ ფოლკლორთან და არქაულ მუსიკალურ ჰანგებთან ძალიან დიდი სიახლოვე გვაქვს და მოვსინჯეთ თუ არა ეს სიმღერა, უცებ ისეთი სინთეზი მოხდა და სოფოს ხმა იმდენად მოუხდა, რომ მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ უნდა გაგვეკეთებინა. მერე უკვე კეთების პროცესში თვითონ სიმღერას მიჰყავხარ სადღაც, გკარნახობს ფორმას და  შენც უნდა მიჰყვე, ასე მგონია, თუ კარგი მუსიკოსი ხარ. საბოლოოდ ძალიან განსხვავებული გამოვიდა იმისგან, რაც არის ამ სიმღერის წინამორბედები. უფრო მანტრა გამოვიდა, მედიტაციური, უფრო მშვიდიც კი. Რა თქმა უნდა, თავისი დრამატიზმი არ დაკარგა, მაგრამ გამოვიდა გაცილებით თანამედროვე კონცეფციის, ვიდრე, ვთქვათ, აქამდე ნამღერები რაც მომისმენია. ეს არის გარინდება და ერთგვარი მედიტაცია ამ გარინდებაში. აი, ამ ჰანგის და ამ ტექსტის ტრიალი ერთიანად ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თითქოს არ უნდა მორჩეს არასდროს – ასე მიდის სიმღერა. ასეთ შედეგს არც ველოდით, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, რომ ძალიან კარგი რამე გამოგვივიდა.”

Hang Me, Oh Hang Me განსაკუთრებით ცნობილია ოსკარ აიზეკის შესრულებით 2013 წლის ფილმში Inside Llewyn Davis. თუმცა სიმღერას გაცილებით დიდი ისტორია აქვს და მისი ფესვები ადრეული ამერიკული ფოლკლორიდან მოდის. 

გია ქარჩხაძე:

„ცოტამ თუ იცის, რომ ეს კომპოზიცია და თვითონ ეს ფილმიც დეივ ვან რონკის სიმღერასა და საერთოდ მის დღიურზეა დაფუძნებული. დეივ ვან რონკი კი ბობ დილანის თანამედროვე, მეგობარი და ამავე დროს, ფოლკლორის მკვლევარი იყო. თუმცა სინამდვილეში ეს სიმღერა არც მას ეკუთვნის. ვან რონკმა კიდევ უფრო ძველ ჩანაწერებში იპოვა ის. ამ კომპოზიციის 40-იანი და კიდევ უფრო ძველი – 30-იანი წლების ჩანაწერებიც არსებობს, სადაც ტექსტებს მიაგნებთ, რომლითაც ხვდები, რომ ეს ის სიმღერაა.”

ამჟამად SophiO კიდევ რამდენიმე სიმღერაზე მუშაობს, რომელთაც უახლოეს მომავალში გამოსცემს. Მანამდე კი მუსიკოსმა თავი ანიმაციური ფილმის გახმოვანებაშიც მოსინჯა. მსოფლიო პრემიერის შემდეგ, 25 მაისიდან „დისნეის” The Little Mermaid-ს ქართველი მაყურებელი კინოეკრანებზე ქართული გახმოვანებით იხილავს. ფილმის მთავარი პერსონაჟი არიელი კი თავის ცნობილ სიმღერებს სწორედ სოფო კაკულიას ხმით შეასრულებს. 

SophiO:

„ტექსტებს, რა თქმა უნდა, მსახიობები ახმოვანებენ და ძალიან გამიხარდა, რომ ვოკალური პარტიების შესრულების შესაძლებლობა მე მომეცა. ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან, რომ „დისნეის” მულტფილმები გამეხმოვანებინა და ახლა ამის საშუალება რომ მომეცა, ძალიან ბედნიერი ვარ. თითქოს, ოცნება ამისრულდა. Ძალიან საინტერესო იყო ჩაწერის პროცესი. თვითონ ქართულ ტექსტთან მუშაობაც სპეციფიკურია, რომ მოარგო ამ ინგლისურენოვან სიმღერებს. ამაზე მანჩო გურგენიძემ იმუშავა. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ბუნებრივად გამოგვსვლოდა და ვნახოთ, იმედია გაამართლებს.”

ნახეთ The Little Mermaid-ის ქართული ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მიკ ჯაგერი ტინა ტერნერს იხსენებს

შემდეგი სტატია

პოლ საიმონმა გაამხილა, რომ ერთ ყურში სმენა თითქმის დაკარგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოდარიკო ხუციშვილი - ნაყინი / Nodariko Khutsishvili - ნაყინი

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სინგლი  – „ნაყინი“

ახალი ტრეკი ზაფხულის, ფლირტისა და მხიარული განწყობის შესახებ მოგვითხრობს. სიმღერის მუსიკალურ პროდაქშენზე ლუკა ქიტიაშვილმა და ნიკალა ზუბიაშვილმა იმუშავეს.
მეტი
ჯეკ უაითი DAVID JAMES SWANSON

ჯეკ უაითი ახალ ალბომს –  Frozen Charlotte-ს აქვეყნებს

დეტროიტელი მუსიკოსის მიერ პროდიუსირებული და მიქსირებული Frozen Charlotte საბოლოო სახით ნეშვილში, ჯეკ უაითის Third Man Studio-ში, მისი მრავალწლიანი შემოქმედებითი პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნა.
მეტი

ედ შირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ეროვნული ნაკრები მოინახულა: „ყველას შეუძლია მოგება და მე ვფიქრობ, ეს ჩვენ ვიქნებით”

პოპვარსკვლავი ინგლისის ნაკრებს 2021 წლიდან რეგულარულად სტუმრობს.
მეტი

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

RAF Georgia-ს გახსნაზე საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებს ნატალია ქუთათელაძე და ნინი აირისი შეასრულებენ

თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს საქართველო 11 ივლისს უმასპინძლებს.
მეტი

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი