U2-ს ახალი სიმღერის Atomic City-ის დებიუტი შედგა

ირლანდიური ჯგუფი ლას-ვეგასში, კონცერტების სერიას სახელწოდებით Sin City-ს 29 სექტემბერს დაიწყებს.
U2 - 2018 წლის 23 ოქტომბერი, ლონდონი
U2 – 2018 წლის 23 ოქტომბერი, ლონდონი

U2-ს ახალი სიმღერის Atomic City-ს დებიუტი 16 სექტემბერს, ლას-ვეგასში, მუსიკალური ვიდეოს გადაღების დროს შედგა. 

ვიდეო-კლიპის გადაღების დროს ლას-ვეგასის ცენტრში, სატვირთო მანქანაზე დამონტაჟებული  სცენიდან U2-მ სიმღერა ცოცხლად შეასრულა. სატვირთო მანქანა სწორედ იმ ტერიტორიაზე მოძრაობდა, სადაც ბენდმა 1987 წელს, ვიდეო-კლიპი I Still Haven’t Found What I’m Looking For გადაიღო.

ბონომ  Atomic City-ის გადაღების დროს აღნიშნა, რომ ეს სიმღერა 70-იანი წლების პოსტ-პანკ ჯგუფების Blondie-ს და Clash-ის შთაგონებით შეიქმნა.

U2 ახალ კონცერტების სერიას ლას-ვეგასში, 29 სექტემბერს დაიწყებს და ოცზე მეტ შოუს ახალ საკონცერტო დარბაზ Sphere at The Venetian-ში გამართავს.

ნახეთ Atomic City-ს ვიდეოს გადაღების პროცესი, რომელიც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გადაიღო.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბათუმის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა 

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილის და Nikala-ს „სერიოზული მუსიკა” კონსერვატორიის სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ახალი პარტნიორობის ფარგლებში „ბილბორდის” ვიდეოები „ნეტფლიქსზე” განთავსდება

სამშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „ნეტფლიქსზე” ხელმისაწვდომი იქნება „ბილბორდის” ცნობილი სერიები 24 Hours With და მაყურებლის სხვა საყვარელი ვიდეოები.
მეტი
ბაჩო ჯიქიძე Tbilisi Open air 2026, 5 ივლისი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

ბაჩო ჯიქიძის ახალი სინგლი  „სიჩუმის ჭიდან“

სიმღერა შარშან, შემოდგომაზე დაიწერა, როცა კონცერტები გავაჩერე და ალბომზე მუშაობა დავიწყე. თავდაპირველად სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ალბომის გამხსნელი კომპოზიცია..." - ბაჩო ჯიქიძე
მეტი

„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ყველაფერი შავ-თეთრი ხდება” – ინტერვიუ Hooverphonic-ის ალექს კალიესთან

Hooverphonic წელს Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი იყო. ჯგუფის სცენაზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, Billboard Georgia ბენდის იდეურ ლიდერსა და დამფუძნებელს, ალექს კალიეს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

Tbilisi Open Air 2026 დასრულდა

საფესტივალო დღის კულმინაციად Kordz-ის, Mechanical Rainbow-სა და გოგონათა გუნდ „ანა-ბანას“ ერთობლივი გამოსვლა იქცა, რომლითაც Tbilisi Open Air 2026 ოფიციალურად დაიხურა.
მეტი

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის საქორწინო ფიცი: რას ამბობენ ცერემონიის სტუმრები

ერთ-ერთი სტუმრის ინფორმაციით, სვიფტმა და კელსმა ფიცი თავად დაწერეს და პატარა წიგნაკებიდან წაიკითხეს.
მეტი