Yoshimitsu – ნინი ნუცუბიძის და ანამარია ბურდულის კოლაბორაციული ნამუშევარი

ვიდეოს ავტორი ანამარია ბურდულია.

ნინი ნუცუბიძემ და ანამარია ბურდულმა [Anman] ერთობლივი ტრეკი Yoshimitsu და მასზე შექმნილი ვიდეო წარადგინეს. ვიდეოს ავტორი ანამარია ბურდულია.  

ორივე არტისტს მსმენელი დამოუკიდებელი პროექტებით კარგად იცნობს, მათი კოლაბორაციული ტრეკი კი სპონტანურად შეიქმნა. ტრეკზე მუშაობის პერიოდში ნინი ნუცუბიძე ბერლინში იყო, ანამარია კი თბილისში. 

როგორც ნინი ნუცუბიძე Billboard საქართველოსთან საუბრისას ამბობს, თბილისში ყოფნისას მოისმინა, ანამარია იმპროვიზაციას როგორ ასრულებდა.

ნინი ნუცუბიძე:

“როცა ანამარიამ სიმღერა დაასრულა, ბითის გაკეთება შევთავაზე. ერთმანეთს სოციალური ქსელებით დავეკონტაქტეთ. საბოლოოდ ეს ბითი ისე მომეწონა, რომ კოლაბორაციის გაკეთება გადავწყვიტეთ. სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო იყო, რადგან მე ბერლინში ვიყავი და ის თბილისში. საბოლოოდ ტრეკი, მთელი თავისი კონცეფციით ექსპერიმენტული გამოვიდა.”

ანამარია ბურდული:

“მე ტრეკებს ძირითადად გაუჩერებელი ამოუსუნთქავი ვოკალის  ფენებით ვავსებ, ნინიმ კი ამ კორიანტელისგან სიმღერის ცვალებადი სტრუქტურა იდეალურად გამოძერწა. ნინიმ “Yoshimitsu finish him!” დასემპლა ვიდეოთამაშიდან Tekken. ეს ირონიული ტექსტი და ვიდეოში გამოხატული ჩვენი პერსონაჟების ინსპირაცია სწორედ ამ ვიდეოთამაშიდან წამოვიდა.” 

როგორც ანამარია აღნიშნავს, მიუხედავად ირონიული ტექსტისა და ვიდეოს ესთეტიკისა, ამგვარი  მუსიკალური “თამაშით” უფრო ენერგიული ხმა და გამბედავი სათქმელი ისმის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნოდარიკო ხუციშვილი - „ფერადი სიზმრები“

ნოდარიკო ხუციშვილის ახალი სიმღერა და კლიპი „ფერადი სიზმრები“

შემდეგი სტატია

Doja Cat-მა ახალი ალბომი Scarlet გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი