2024 წლის Met Gala-ს თემა ცნობილია

თემის Sleeping Beauties: Reawakening Fashion ფარგლებში კოსტიუმების ინსტიტუტი თავისი მუდმივი კოლექციიდან 250 ნიმუშს გამოფენს.
რიანა და A$AP Rocky 2023 წლის Met Gala-ზე
Neilson Barnard/MG23/Getty Images for The Met Museum/Vogue

მაისის პირველი ორშაბათი მოდის ინდუსტრიაში წლის ყველაზე დიდი მოვლენაა. 2024 წლის Met Gala-ს თემა უკვე ცნობილია და ეს არის Sleeping Beauties: Reawakening Fashion. თემის ფარგლებში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 250 ექსპონატი კოსტიუმების ინსტიტუტის მუდმივი კოლექციიდან. „მე-17 საუკუნის ინგლისური ელისაბედის ხანიდან და კრისტიან დიორის ცნობილი იუნონასა და ვენერას კაბებიდან დაწყებული, 21-ე საუკუნის ისეთი დიზაინერებით დასრულებული, როგორებიც არიან ფილიპ ლიმი, სტელა მაკარტნი და კონერ ივსი, ეს გამოფენა მოდის 400 წლის ისტორიას ასახავს,“ – წერს „ვოგი” ინსტაგრამის პოსტში.

2024 წლის Met Gala 6 მაისს ნიუ იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. გამოფენა კი მუზეუმში 10 მაისს გაიხსნება. ღონისძიების ცნობილი თანათავმჯდომარეების ვინაობა ჯერ არ გამოცხადებულა. 

2023 წლის Met Gala-ს თემა Karl Lagerfeld: A Line of Beauty იყო, რომლის გამოფენაზეც დიზაინერის 150-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. მათთან ერთად გამოიფინა ლაგერფილდის ორიგინალი ჩანახატებიც.  შარშანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარეები იყვნენ პენელოპე კრუსი, დუა ლიპა, როჯერ ფედერერი და მიკაელა კოელი, რა თქმა უნდა, „ვოგის” რედაქტორ ანა ვინტურთან ერთად, რომელიც  Met Gala-ს 1995 წლიდან უძღვება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კორი ჰენრი – თანამედროვე მუსიკის ვირტუოზი

შემდეგი სტატია

სტივენ ტაილერს სექსუალური ძალადობის ბრალდებით კიდევ ერთი ქალი უჩივის

შეიძლება დაგაინტერესოთ

მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

თბილისში მუსიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის (FIM) ევროპული ფორუმი გაიხსნა

აღსანიშნავია, რომ ამ რანგის პროფესიული ფორუმი რეგიონში პირველად იმართება, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მუსიკალურ სივრცეს საერთაშორისო პროფესიულ დიალოგში.
მეტი

2026 წლის „მეტ გალას” თემა ცნობილია

წლევანდელი ღონისძიების თანათავმჯდომარე ბიონსეა. კომიტეტის წევრები კი საბრინა კარპენტერი, Doja Cat, ლისა, სემ სმითი და ტეიანა ტეილორი იქნებიან.
მეტი