ბიონსემ ფილმის, სახელწოდებით Renaissance: A Film by Beyonce, ფინალური ტრეილერი წარადგინა

ტრეილერი 23 ნოემბერს გამოქვეყნდა.

23 ნოემბერს ბიონსემ ფანებს თავისი საკონცერტო ტურნეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით Renaissance: A Film by Beyonce, ფინალური ტრეილერი გაუზიარა. 

ორწუთიანი თიზერი სამოყვარულოდ გადაღებული ვიდეოთი იწყება. შემდეგ კი შოუების  და რეპეტიციების ამსახველ ფრაგმენტულ კადრებს ვხედავთ. ამავე ტრეილერის ერთ-ერთ მონაკვეთში  ბიონსეს უმცროსი შვილიც ჩანს. ტრეილერში ვხვდებით სცენის მიღმა კადრებსაც, რომლებშიც ვარსკვლავს თან მუდამ თავისი ოჯახი ახლავს. 

“ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება დროა. შეუძლებელია არ გაიაზრო, თუ რამდენად სწრაფად გადის ის, როდესაც სამყაროს შენი შვილების თვალით შეხედავ” – ამბობს მომღერალი. ამ სიტყვების პარალელურად კი ტრეილერში ბიონსეს და Jay Z-ის უფროსი შვილის კადრები გადის. ეს სცენა ასახავს მომენტს, როცა ბლუ აივი სცენაზე ცეკვავს.

“მუდმივად ჩემს გმირებზე და მათ განვლილ გზაზე ვფიქრობ” –  ამბობს ბიონსე და ამ დროს კადრში დაიანა როსი ჩანს, რომელიც ბიონსეს დაბადების დღეზე, Renaissance-ის კონცერტზე გამოვიდა. “ვიცი, რომ თითოეული მათგანის თავგანწირვა და ბრძოლა სხვისათვის გაღებული კარია. ისინი ახალი დასაწყისი არიან.”

ტრეილერი ასევე ბიონსეს ხმით სრულდება – “ამ ეტაპზე არავისთვის არაფერი მაქვს დასამტკიცებელი. ჩვენ საკუთარ სამყაროს ვქმნით. ეს ჩემი ჯილდოა. მას ვერავინ წამართმევს.”

Renaissance: A Film by Beyonce მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებზე 1-ლ დეკემბერს გამოვა. The Hollywood Reporter-ის გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის დახურული ჩვენება 25 ნოემბერს ლოს ანჯელესში შედგება, 30 ნოემბერს კი ლონდონში. აღსანიშნავია, რომ ფილმის თანაპროდიუსერი და თანარეჟისორი თავად ბიონსეა. 

ნახეთ ფილმის – Renaissance: A Film by Beyonce ტრეილერი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენიფერ გარნერი მერაია ქერის საშობაო განწყობის შექმნისთვის მადლობას უხდის 

შემდეგი სტატია

50 Cent-ის შოუს დროს სცენაზე ედ შირანი გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი
ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია

ქართული საფორტეპიანო მუსიკის ანთოლოგია – სამდისკიანი ალბომი ეროვნულ მუსიკალურ მემკვიდრეობას აცოცხლებს

პროექტის ფარგლებში XIX, XX და XXI საუკუნეების გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორთა რჩეული ნაწარმოებები სამდისკიან ალბომად გამოიცა.
მეტი

Kid Cudi-მ Ye-ს მხარდაჭერის გამო მისი მისამართით გაჟღერებულ კრიტიკას საჯაროდ უპასუხა

4 სექტემბერს, Soldier Field-ზე გამართული სამსაათიანი შოუს მიწურულს, Ye-მ Cudi სცენაზე სამი სიმღერისთვის მიიწვია.
მეტი