The Kiss ნიუ იორკში ფინალური კონცერტის შემდეგ, ციფრული ავატარებით ახალ ეპოქას აანონსებს

„ჩვენ მარადიულად ვიცოცხლებთ.” ამბობს ბენდის ვოკალისტი და გიტარისტი პოლ სტენლი პრომო ვიდეოში.
Kiss 2023 წლის 2 დეკემბერი ნიუ იორკი, ფოტო: კლევინ მაზური
Kiss 2023 წლის 2 დეკემბერი ნიუ იორკი, ფოტო: კლევინ მაზური

ლეგენდარულმა როკ მუსიკოსებმა, პოლ სტენლიმ და ჯინ სიმონსმა,  გიტარისტმა ტომი თეიერმა და დრამერმა ერიკ სინგერმა მოულოდნელი განცხადება გაავრცელეს. ჯგუფი მოღვაწეობას ციფრულ ფორმატში გააგრძელებს.

„Kiss -ის არმიავ თქვენმა სიყვარულმა და ძალამ ჩვენ უკვადვნი გაგვხადა, Kiss ახალ ეპოქას იწყებს.“ – განაცხადა პოლ სტენლიმ ვიდეო მიმართვაში.

Kiss-მა გამოსამშვიდობებელი ტურნეს End of the Road-ის კონცერტის დასრულების შემდეგ, YouTube-ზე ორწუთიანი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში მაღალტექნოლოგიური ავატარების შექმნის მიზნით  ბენდის წევრებს სპეციალური კოსტიუმები აცვიათ. “მომავალი ძალიან საინტერესოა, ამბობს ჯინ სიმონსი. “ჩვენ მარადიულად შეგვიძლია ვიცხოვროთ” დასძინა პოლ სტენლიმ. 

Kiss-ის ავატარები ჯორჯ ლუკასის Industrial Light & Magic-ის კომპანიის და შვედური Pophouse Entertainment ჯგუფის პარტნიორობით შეიქმნა. კომპანიებმა ცოტა ხნის წინ ლონდონში ABBA Voyage-ის ვირტუალურ კონცერტზეც ითანამშრომლეს.

„Kiss შესაძლებლობა ეძლევა ერთი ღამის განმავლობაში სამ სხვადასხვა ქალაქში, სამ სხვადასხვა კონტინენტზე კონცერტი მოაწყოს.“ – განაცხადა Pophouse-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

პოლ სტენლიმ ინტერვიუში დასძინა, რომ „Kiss იმსახურებს ამ ყველაფერს, რადგან ჯგუფი ბევრად მეტია ვიდრე ჩვენ, ჩვენთვის ამაღელვებელია ეს ნაბიჯი რადგან Kiss უკვდავია.“

ჯინ სიმონსის თქმით მომავალ ციფრულ ეპოქაში ჯგუფს შესაძლებლობა ექნება შეასრულოს ის, რაზეც ჯგუფის წევრები ვერც კი იოცნებებდნენ.

„ჩვენ შეგვიძლია სამუდამოდ ახალგაზრდებად და სამუდამო საკულტო სახედ დავრჩეთ.“

ნახეთ Kiss-ის ახალი ერა პრომო ვიდეოში:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლიკა ევგენიძის რჩეული მუსიკა

შემდეგი სტატია

ნიკი მინაჟი - ფოტო: ალექს ლუკასი

ნიკი მინაჟი ალბომს  Pink Friday 2 აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი