„ის ჩემთვის ყველაფერია“ – სელენა გომესი ბენი ბლანკოსთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ბლანკო გომესის უახლესი სიმღერის, სახელწოდებით Single Soon ერთ-ერთი პროდიუსერია
ფოტო: ჰანტერ მორენო

ინტერნეტში სელენა გომესის და პროდიუსერის, ბენი ბლანკოს ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებულ ხმებს სოციალურ მედიაში თავად სელენა გომესმა უპასუხა. 

„ის ჩემთვის ყველაფერია“ – დააკომენტარა მომღერალმა ინსტაგრამის ერთ-ერთ პოსტზე, რომელიც სწორედ მისი და ბლანკოს ურთიერთობის შესახებ იუწყებოდა. ამის შემდეგ სელენა გომესმა სოციალური ქსელების მომხმარებლების კომენტარებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ არავის სიტყვებს აღარ მისცემს უფლებას, მისი ცხოვრება წარმართონ. 

სელენა გომესის რეაქციას უკუკავშირიც მოჰყვა. „თუ უარყოფით გამოხმაურებას ვერ უმკლავდები, მაშინ შეწყვიტე შენი მეგობარი ბიჭის ფოტოების გამოქვეყნება – ეს თქვენ ორ შორის უნდა დარჩეს. ნუ ბრაზდები შენს ფანებზე, მათ უყვარხარ! “- მიმართა გომესს ერთ-ერთმა  მომხმარებელმა. სელენამ აღნიშნული კომენტარის საპასუხოდ კი აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობას საჯაროდ ნახევარი წელი არ ამჟღავნებდა. „გაბრაზებული არ ვარ. ეს უკვე ექვსი თვეა ხდება. მე ჩემს მეგობრებს, ოჯახს და ფანებს ყოველთვის დავიცავ“ – წერს პოპ ვარსკვლავი. 

კომენტარების დაწერის შემდეგ, სელენა გომესმა ინსტაგრამის ისტორიაში ბლანკოსთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

ბლანკო გომესის უახლესი სიმღერის, სახელწოდებით Single Soon ერთ-ერთი პროდიუსერია. Single Soon აგვისტოში გამოქვეყნდა და Billboard Hot 100-ის ჩარტში მე-20 ადგილს იკავებდა. ბენი ბლანკომ და სელენა გომესმა 2019 წელსაც ითანამშრომლეს, როცა, როცა ტრეკი I Can’t Get Enough ჩაწერეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ამერიკაში მცხოვრები მარიამ შარვაშიძის (SpaceShmu) მუსიკალური დებიუტი

შემდეგი სტატია

ამერიკული Billboard მაილი საირუსს 2023 წლის რჩეულ პოპ ვარსკვლავებს შორის ასახელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი
ბრაიან ადამსი / 2022 წლის 24 სექტემბერს ტორონტოში, ონტარიო (Photo by Jeremy Chan/Getty Images) Getty Images

ბრაიან ადამსის (Everything I Do) I Do It for You-ს მუსიკალურმა ვიდეომ Youtube-ზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა

კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი უკვე მეორედ მოხვდა YouTube-ის “მილიარდ ნახვათა კლუბში”.
მეტი