მოუსმინეთ: Charli XCX ახალ ალბომს Crash ავრცელებს

ფოტო: Will Heath/NBC

ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრიტანელმა მომღერალმა შარლოტ ეიტჩისონმა, ფსევდონიმით Charli XCX, რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი Crash გამოუშვა. 12 კომპოზიციისგან შემდგარი ნამუშევარი ახლახან გამოქვეყნებულ სინგლს Baby, ასევე, ნაწყვეტებად გავრცელებული სიმღერების Good Ones, New Shapes და Beg For You სრულ ვერსიებს მოიცავს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩარლიმ ლაივ ჩანაწერი და დიჯეი მიქსები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მისი წინა, 2020 წლის ალბომი How I’m Feeling Now მომღერალმა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პირობებში, ერთ თვეში შექმნა. ნამუშევარი Brit Awards-სა და მერკურის პრიზზე იყო ნომინირებული.
 
ჩარლიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. მას დღემდე ოთხი სტუდიური ალბომი: True Romance, Sucker, Charli და How I’m Feeling Now აქვს გამოშვებული. ბრიტანული ჩარტის UK Singles Chart სათავეში მისი 11 სინგლია მოხვედრილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

უილ ბათლერმა ჯგუფი Arcade Fire დატოვა

შემდეგი სტატია

ჯგუფმა Duran Duran უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტი გამართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი