მუსიკალური ვიდეოს და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინთეზი – „იონა და პეტრე“ – გია ქარჩხაძის „სინემინი“

„ყოველთვის მიჩნდებოდა ხოლმე შეგრძნება, რომ შესაძლო იყო ახალი ტიპის ფორმის გაჩენა, ფორმის, რომელშიც მუსიკა და ვიზუალი თანაბრად მნიშვნელოვანი იქნებოდა და არც ერთი იქნებოდა მეორის „სამსახურში“, არამედ ერთ სინთეზურ მთლიანობას შეადგენდნენ. “იონა და პეტრე” სწორედ ამის მცდელობაა“. – გია ქარჩხაძე

31 იანვარს, გია ქარჩხაძის ახალი მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ფილმის „იონა და პეტრეს“ პრემიერა VEVO Channel-ზე შედგა.

გია ქარჩხაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „იონა და პეტრე“ – არტისტისთვის ახალი ჟანრის ძიებაა, სადაც ვიზუალი და ბგერა თანაბარი მნიშვნელობისაა. სწორედ ამ ფორმას უწოდა არტისტმა „სინემინი“. ფილმი მუსიკისა და ვიზუალის ორგანული სინთეზია, რომელიც ორი მეგობრის ამბავს გვიამბობს, სადაც ცოცხალი და ანიმაციური პლასტებია გამოყენებული. ფილმზე  დამდგმელმა ოპერატორებმა: გოგა დევდარიანმა და გია ვაწაძემ იმუშავეს, მხატვრები  ანი ქაჯაია და ნინი ზვანბაია არიან, ანიმაციის შექმნილი ნათია ნიკოლაშვილია, სცენარი, რეჟისურა და მუსიკა კი თავად გია ქარჩხაძეს ეკუთვნის. 

გია ქარჩხაძე, მუსიკოსი, ფილმის რეჟისორი:

„ფილმის გადაღების იდეა ძალიან დიდი ხნისაა. ესაა ფაქტობრივად ახალი ჟანრის ძიების იდეა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მომხდარიყო მუსიკალური ვიდეოს და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სინთეზი. რას ვგულისხმობ სინთეზში: მუსიკალურ ვიდეოში პირველხარისხოვანი როლი მუსიკას ეკუთვნის, ვიზუალური მხარე კი მუსიკის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენას ემსახურება და საბოლოო ჯამში, რეკლამირებას. მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმში პირიქითაა – მუსიკა ერთ-ერთი კომპონენტია და ფილმის გაფორმებას ემსახურება. თუმცა მუსიკალური ვიდეოს განვითარების პარალელურად ყოველთვის მიჩნდებოდა ხოლმე შეგრძნება, რომ შესაძლო იყო ახალი ტიპის ფორმის გაჩენა, ფორმის, რომელშიც მუსიკა და ვიზუალი თანაბრად მნიშვნელოვანი იქნებოდა და არც ერთი იქნებოდა მეორის „სამსახურში“, არამედ ერთ სინთეზურ მთლიანობას შეადგენდნენ. „იონა და პეტრე“ სწორედ ამის მცდელობაა. ეს არის ფორმა, რომელიც ერთდროულად მუსიკალური ვიდეოს და მოკლემეტრაჟიანი ფილმის თვისებებს ატარებს, თუმცა ბოლომდე არც ერთია და არც მეორე, არამედ რაღაც განსხვავებულია. ვიფიქრე, რომ ეს ფორმა სახელსაც იმსახურებდა და „სინემინი“ დავარქვი. ეს არაა მხოლოდ ერთი ფილმი, მე მაქვს ამ ფორმის ფილმების სხვა იდეებიც და მალევე ვაპირებ განხორციელებას.“

ნახეთ გია ქარჩხაძის პირველი სარეჟისორო და საპროდიუსერო ფილმი „იონა  და პეტრე.“

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბროდვეის ლეგენდა ჩიტა რივერა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Lasso – ლანა დელ რეი ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი