TikTok-იდან პოპულარული სიმღერების მესამედზე მეტი წაიშალა

სიმღერები პლატფორმის ბაზიდან მას შემდეგ გაქრა, რაც Universal Music Group-მა მასთან სალიცენზიო ხელშეკრულება გაწყვიტა.
ფოტო: დენ კიტვუდი/GI

სოციალურ ქსელ TikTok-იდან უამრავი ცნობილო სიმღერა წაიშალა. მიზეზი Universal Music Group-ის გადაწყვეტილებაა. UMG-ის განმარტებით, სოციალური ქსელის პლატფორმა უარს ამბობს, რომ მის ბაზაში არსებული მუსიკისათვის ადეკვატური თანხა გადაიხადოს. აღსანიშნავია, რომ წაშლილ ტრეკებში TikTok-ის არაერთი ტრენდული სიმღერა მოხვდა. მათგან დაახლოებით 17 ტრეკი Billboard-ის სპეციალურ ჩარტში –  TikTok Top 50-ში იყო შესული. 

მომხმარებლები ვიდეოების მუსიკალური გაფორმებისას ვერ ისარგებლებენ ისეთი შემსრულებლების სიმღერებით, როგორებიც არიანა გრანდე და ნიკი მინაჟი არიან. მაგალითად, პლატფორმიდან წაიშალა გრანდეს უახლესი პოპულარული სიმღერა  Yes, And?. 

მიუხედავად სიმღერების წაშლისა, TikTok-ზე კვლავაც აქტიურია მათი გარემიქსებული ვერსიები.  აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში თავად მომხმარებლების ინტერპრეტაციით გადაკეთებული ტრეკები ხშირად მეტად პოპულარული იყო, ვიდრე ორიგინალური ნამუშევრები. 

2019 წლიდან  TikTok მუსიკალურ სივრცეში დომინანტი სოციალური ქსელია. ამ პლატფორმამ ინდუსტრიის მარკეტინგული და შემოქმედებითი სტრატეგია მნიშვნელოვნად შეცვალა. “ჩვენ სრულად მოგვიცვა TikTok-ის მრავალფეროვანმა სუბკულტურებმა“ – ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში აღნიშნა დამოუკიდებელი ლეიბლის,  APG-ის წარმომადგენელმა ალეკ ჰენდერსონმა.  “ჩვენ ყოველკვირეულ შეხვედრებს ვმართავთ იმის გასააზრებლად, რასაც იქ ვხედავთ. TikTok-ის ვირუსულ სქემას ვაკვირდებით და დიდ ყურადღებას ვაქცევთ პლატფორმის მუშაოას თანამედროვე შემსრულებლებთან. ”

რამდენადაც TikTok-მა დიდი გავლენა მოიპოვა და მუსიკალური ინდუსტრია მასზე გახდა ორიენტირებული, მით უფრო მეტი გამოწვევა გაჩნდა. ამ პროცესებმა მუსიკალური მარკეტინგი უფრო მეტად გააძვირა და ამავდროულად ნაკლებად ეფექტიანად აქცია. გაჩნდა პრობლემები TikTok-ის მხრიდან მუსიკის ღირებულების შეფასებისას, რასაც ინდუსტრიაში დასაქმებული პროფესიონალები ხშირად აღნიშნავდნენ. პროდიუსერების და მუსიკალური მენეჯერების თქმით, ეს პირდაპირ აისახებოდა არტისტების ჰონორარებზე. ამ გამოწვევებზე ჯერ კიდევ 2022 წელს თავად UMG-ის ხელმძღვანელმა ლუსიან გრეინჯმაც ისაუბრა. 

გასულ კვირას Universal Music Group-მა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ TikTok-თან მუსიკალური ლიცენზიის ხელშეკრულება 31 იანვარს იწურებოდა. “TikTok გვთავაზობს ჩვენი არტისტების სიმღერების ლიცენზიაში გადაიხადოს იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე სხვა სოციალური ქსელის აპლიკაციები იხდიან” – ნათქვამია UMG-ის ღია წერილში. კომპანიის განცხადებით TikTok ცდილობს, მუსიკალური ინდუსტრიისათვის არამომგებიანი ხელშეკრულების პირობებს მიაღწიოს, რაც სათანადოდ არ აფასებს მუსიკას, არტისტებს, სიმღერების ავტორებსა და თავად გულშემატკივრებს. 

UMG-ის განცხადებას TikTok გამოეხმაურა და ცნობილი კომპანია “მცდარი ნარატივის” გავრცელებაში დაადანაშაულა. პლატფორმის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ის [UMG] სიხარბეს თავისი არტისტებისა და სიმღერების ავტორების ინტერესებზე წინ აყენებს.”

თუ UMG-ისა და TikTok-ს შირის დაპირისპირება გაგრძელდება და კომპანიები  შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ეს სამომავლოდ მუსიკალურ უნდუსტრიაზე მასშტაბურად აისახება. აღანიშნავია, რომ Universal Music Group-ს კონტრაქტი აქვს არაერთ სიმღერების ავტორთან, რომლებიც თავის მხრივ დამოუკიდებელი ან სხვა კომპანიისთვის მომუშავე არტისტებისათვის წერენ სიმღერებს. UMG-ისა და TikTok-ის გაწყვეტილი თანამშრომლობა კი ამ არტისტების ჩანაწერებსაც ეხება და  სოციალურ ქსელში მათი გავრცელების პრობლემას ქმნის. 

მოკლე ვიდეოების მუსიკალურად გაფორმების მხრივ, TikTok-ს, ცხადია, კონკურენტები ჰყავს, მაგალითად, YouTube Shorts და Instagram Reels. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ვერც ერთი აპლიკაცია და პლატფორმა ისეთი პოპულარული ვერ გახდა, როგორიც TikTok-ია. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტმა და Ty Dolla $ign-მა ერთობლივი მუსიკალური ვიდეო – Vultures (Havoc Version) გამოუშვეს

შემდეგი სტატია

8 მარტს Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” – ნიკ უესტს უმასპინძლებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი