8 მარტს Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” – ნიკ უესტს უმასპინძლებს

კონცერტი „რესპუბლიკაში“ გაიმართება.

„ქალი ლენი კრავიცი,” – დეივ სტიუარტი.

„საოცარი სცენურობა… ის ისეთივე შთამაგონებელია ჩემთვის, როგორებიც როზი და შეილა იყვნენ,” – „პრინცი”.

საუბარია ახალგაზრდა ბასისტსა და მომღერალ ნიკ უესტზე. 35 წლის ასაკში მან უკვე მოასწრო ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობა, როგორებიც არიან ქუინსი ჯონსი, „პრინცი”, მეისი გრეი, ჯონ მაიერი და სხვები. 2012 წლიდან უესტი თვით „პრინცის” ბასისტი იყო. 

როგორც ამბობენ, ნიკ უესტი უბრალოდ მუსიკოსი არ არის: მას ინდივიდუალურობის განსახიერებას უწოდებენ. უნიკალური სტილი, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მსმენელს საკუთარი თავის აღმოჩენისა და თავისუფლებისკენ უბიძგებს. უესტის მუსიკა მრავალჟანრულია და მისი თითოეული ნოტი დაწესებულ საზღვრებს არღვევს.  „მისი თაობის საკულტო ბასისტი,” – ასე მოიხსენია ის გამოცემამ Rolling Stone. ფრანგულმა Rolling Stone-მა კი მას ბასისტების დედოფალი უწოდა. თუმცა უესტი მხოლოდ ბასზე დაკვრით არ გამოირჩევა. მისი ემოციური ვოკალი ზუსტად ზემოქმედებს მსმენელის გრძნობებზე. უესტის მიერ შესრულებულმა AC/DC-ის Back In Black-ის ქავერ ვერსიამ როკის თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა და მუსიკოსი სტივენ ტაილერის ახალ ფავორიტად აქცია.

ნიკ უესტის მუსიკალური კარიერა ბავშვობიდან დაიწყო, როცა 13 წლის ასაკში მამამ გიტარაზე დაკვრა ასწავლა. მისი პირველი ბენდის წევრები კი მისივე დები და უფროსი ძმა იყვნენ. ზოგიერთ მათგანთან ის დღემდე განაგრძობს მუსიკალურ თანამშრომლობას.

მიუხედავად იმისა, რომ უესტის მუსიკალური გზა გიტარით დაიწყო, თავისი მოწოდება მან ოდნავ მოგვიანებით აღმოაჩინა, როცა პირველად მოუსმინა მაიკლ ჯექსონის სიმღერას Wanna be Startin Somethin. მას შემდეგ ბას-გიტარა მისი მუდმივი თანამგზავრი გახდა.

8 მარტს კი „ბასისტების დედოფალი” თავისი განუყრელი ინსტრუმენტითა და უნიკალური ვოკალით თბილისს ეწვევა. კონცერტი Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში, ტრადიციულად, „რესპუბლიკაში” გაიმართება. 

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

TikTok-იდან პოპულარული სიმღერების მესამედზე მეტი წაიშალა

შემდეგი სტატია

Super Bowl 2024 – ყველაზე ყურებადი შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად „სილქ უნივერსალი” შემოგთავაზებთ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

Eminem Ez Mil-თან ერთად Naruto-თი შთაგონებულ სინგლს Madara-ს უშვებს, სადაც Slim Shady-ს კლასიკურ რეპ-სტილს უბრუნდება

დეტროიტელი ლეგენდის პირველი კოლაბორაციული ტრეკი მიმდინარე წელს უკვე გამოვიდა
მეტი
ალანის მორისეტი Jasper Graham

ალანის მორისეტი სადებიუტო საშობაო ალბომს აანონსებს და მის მთავარ სინგლს ბრენდი კარლაილსა და სტივ მარტინთან ერთად უშვებს

ალბომში ორი საავტორო საშობაო სიმღერა იქნება წარმოდგენილი
მეტი

მაიკ ტაისონის თქმით, Diddy-მ ტრამპისთვის წერილის გადაცემა სთხოვა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გვესმის, რომ Diddy-მ პრეზიდენტს წერილით მიმართა. ამ წლის დასაწყისში, The New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ შონ კომბსმა შეწყალების თხოვნით მიმართა.
მეტი

Bad Bunny და Despacito „ბილბორდის” ყველა დროის საუკეთესო ლათინური სიმღერების რეიტინგების სათავეში არიან

ჩარტის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ბილბორდმა” ისტორიაში ყველაზე წარმატებული 100 ჰიტისა და 50 შემსრულების სია გამოაქვეყნა.
მეტი

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი