მაილი საირუსი ფანებს: ჩემი საუკეთესო მეგობრები თქვენ ხართ

ფოტო: Billboard

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, მაილი საირუსი ჩილეში ფესტივალ Lollapalooza-ს ფარგლებში გამართული კონცერტის დასრულების შემდეგ თაყვანისმცემლებს შეხვდა. “ძალიან მიხარია. თქვენ ჩემთვის ყველაფერი ხართ”, – მიმართა მან ფანებს, რომლებიც საყვარელ შემსრულებელს ოთახში ელოდნენ.

“იმაზე მეტხანს გიცნობთ, ვიდრე ნებისმიერ ჩემს მეგობარს. საუკეთესო მეგობრები სწორედაც რომ თქვენ ხართ. ერთად გავიზარდეთ, მიყვარხართ”, – ამ ტექსტით გააზიარა მუსიკოსმა ტვიტერზე მოკლე ვიდეო შეხვედრიდან.

მაილი საირუსმა სახელი ბავშვობაში დისნეის სერიალ “ჰანა მონტანაში” მონაწილეობით გაითქვა. თუმცა, ზრდასრულ ასაკში სამსახიობო კარიერას მუსიკალური მოღვაწეობა არჩია. მისი დისკოგრაფია 7 სტუდიურ ალბომს ითვლის, რომელთაგან ხუთი Billboard 200-ის ტოპ ხუთეულში მოხვდა. მაილი ერთადერთი ქალი მომღერალია, რომელმაც 21-ე საუკუნეში მსგავს წარმატებას მიაღწია. შემსრულებელი ძირითადად პოპ მუსიკას ქმნის, თუმცა, ბოლო პერიოდში როკ კომპოზიციებსაც ხშირად ასრულებს. კარიერის განმავლობაში არტისტმა 23 მილიონზე მეტი ალბომის გაყიდვა მოახერხა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: დუა ლიპა და Megan Thee Stallion კლიპს Sweetest Pie ავრცელებენ

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ლოპესი: ჩემთვის ყველაფერი ახლა იწყება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი