23-25 მაისს სოხუმის თეატრმა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს Into the Open უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში სცენაზე ქართველი და უცხოელი არტისტები წარდგნენ: მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე მიხაილ ბარენბოიმი და ბარენბოიმ-საიდის აკადემია; გერმანელი დრამატურგის ჰაინერ მიულერის შვილი ანა მიულერი და პიანისტი ნიკოლაუს რექსროთი; ფრანგი დიჯეი ჰალოზორი და იმპროვიზაციული ორკესტრი „შტეგრაიფი”, თბილისის ჯაზ-ანსამბლი და ნიუ-იორკის ელვინ ეილის ცეკვის თეატრის სოლისტი ეშლი გრინი.
ITO საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც გერმანიაში 2020 წლიდან იმართება. მუსიკის გარდა, ფესტივალის სცენა ხელოვნების სხვადასხვა ფორმასაც ეთმობა. მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული ახალგაზრდა მუსიკოსები კლასიკურ მუსიკას ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლების თანხლებით ასრულებენ. მათ შორის არიან მოცეკვავეები, მსახიობები, ვიზუალური არტისტები და ა.შ. ფესტივალის მიზანია, მუსიკა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
გთავაზობთ Billboard საქართველოს სიუჟეტს თბილისში გამართული ფესტივალის შესახებ და ინტერვიუს Into the Open-ის დამფუძნებელ ნიკოლაუს რექსროთთან.