Medici.tv სოციალურ ქსელში წინანდლის ფესტივალის კონცერტის ფრაგმენტს აზიარებს

წელს ფესტივალიდან ოთხი კონცერტი Medici.tv-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
სტივენ ისერლი და მიხაილ პლეტნევი. ფოტო: წინანდლის ფესტივალი

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გრძელდება. ღონისძიება წელსაც, ტრადიციისამებრ, მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრშია. წელს ფესტივალიდან ოთხი კონცერტი Medici.tv-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში კლასიკური მუსიკის გავლენიანმა პლატფორმამ სოციალური ქსელების ოფიციალურ არხებზე წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური საღამოს ფრაგმენტი გაუზიარა. ფრაგმენტი 3 სექტემბრის კონცერტიდან არის, როცა Chamber Music Hall-ში ბრიტანელმა ვიოლონჩელისტმა სტივენ ისერლისმა და კომპოზიტორმა და პიანისტმა მიხაილ პლეტნევმა რახმანინოვის ნაწარმოებები შეასრულეს.

Medici.tv გამოქვეყნებულ პოსტში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს აუწყებს, რომ წინანდლის ფესტივალი მე-6 სეზონით დაბრუნდა. 

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 31 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დაიხურება. 

ღონისძიების პროგრამას დეტალურად გაეცანით ბმულზე. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

LL Cool J Chris Parsons

LL Cool J ათ წლიანი პაუზის შემდეგ ახალი ალბომით ბრუნდება

შემდეგი სტატია

Halsey 2024 წლის 8 აგვისტოს Sziget-ის ფესტივალზე, ბუდაპეშტში. Joseph Okpako/WireImage

Halsey 90-იანი წლებით შთაგონებულ სინგლ Ego-ს აქვეყნებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი