განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
ადელი. ფოტო: Kevin Mazur/Getty Images/AD

სანამ ადელი ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზისთვის ემზადება, მის ფინალურ შოუზე დასასწრები ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა. ბრიტანელი მომღერალი, რომელიც არაერთი რეკორდსმენი ჰიტით არის ცნობილი, მუსიკალურ სცენას ტოვებს და ხანგრძლივ შესვენებას იღებს. არტისტმა ამის შესახებ თავად განაცხადა.

ადელის ბოლო კონცერტი 23 ნოემბერს ლას-ვეგასის ცნობილ თეატრში, ‘კოლოსეუმში’ გაიმართება. შოუს სტანდარტული ფასი 400 დოლარიდან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა. 

შემოქმედებითი პაუზის შესახებ ადელმა 31 აგვისტოს მიუნხენში გამართული კონცერტის დროს აუწყა აუდიტორიას. “დასვენება მჭირდება. ეს უკანასკნელი შვიდი წელი საკუთარი ცხოვრების შექმნას მივუძღვენი და მინდა, მისით ვიცხოვრო,” – აღნიშნა მუსიკოსმა. “საშინლად მომენატრებით,” – მიმართა ადელმა მსმენელებს სცენიდან. 

ადელი ხანგრძლივ მუსიკალურ პაუზას უკვე მეორედ იღებს. მომღერალმა განმარტა, რომ ახალი ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით გეგმები არ აქვს. ადელმა ბოლო ალბომი, სახელწოდებით “30”, სამი წლის წინ, 2021 წელს გამოუშვა. ჩანაწერმა Billboard 200-ის მუსიკალურ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. 

რაც შეეხება ლას-ვეგასში გამართული შოუების სერიას, ერთ-ერთ კონცერტზე ადელმა 2008 წლის ნოსტალგიური ჰიტი, Chasing Pavements შეასრულა. ეს არის სიმღერა, რომელმაც ადელს 2009 წელს ორი გრემი მოაპოვებინა. მომღერალმა სინგლით ქალის მიერ პოპ-სიმღერის საუკეთესო შესრულებისა და საუკეთესო ახალი არტისტის ნომინაციებში გაიმარჯვა.  

ლას-ვეგასის კონცერტების დროს ადელმა ასევე გაამხილა, რომ რიჩ პოლზე დაინიშნა. ამავე შოუების სერიის დროს ვარსკვლავმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა მომღერალ ჩაპელ როუნზე და მას ბრწყინვალე უწოდა. 

დაანონსებული მუსიკალური პაუზის გამო, 23 ნოემბრის კონცერტი ისტორიული შოუ იქნება. უამრავი ფანი ათასობით დოლარს იხდის, რათა ამ კონცერტს დაესწროს. ადელი თანამედროვე პოპ-სცენის გამორჩეული არტისტია, რომლის სამმა ალბომმა ზედიზედ დაიკავა Billboard 200-ის პირველი ადგილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

შემდეგი სტატია

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლიზა ბათიაშვილი წინანდლის ფესტივალზე ვეღარ წარდგება

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი