მოუსმინეთ: მერაია ქერი და ლატო კომპოზიციის Big Energy რემიქსს ავრცელებენ

ამერიკელი მომღერალი მერაია ქერი და რეპერი ლატო ერთობლივი კომპოზიციის Big Energy რემიქს ვერსიას ავრცელებენ, რომელშიც ასევე ამერიკელი არტისტი, დიჯეი ქალიდი მონაწილეობს.

ტრეკის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ლატომ ქერის ტვიტერის საშუალებით დაბადების დღე მიულოცა:

“ვულოცავ ნამდვილ კერპს დაბადების დღეს. დედოფალო, მადლობა შენი ლეგენდარული ვოკალისა და ყველა იმ რჩევისთვის, რომელიც მომეცი. მოდი, შუაღამისას ოთახი ვაზანზაროთ”.

მერაიამ კი უპასუხა:

“რა ამაღელვებელია, ძვირფასო. ბედნიერი ვარ და ვამაყობ შენი მიღწევებით, მაგრამ მე არ მაქვს დაბადების დღეები. ეს ჩემი იუბილეა. გილოცავ, ლამაზო”.

აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს 53 წლის ქერის სონგრაითერების დიდების დარბაზში შეიყვანენ.

Big Energy ლატოს ალბომში “777” შედის, რომელიც გასული წლის სექტემბერში ჩაეშვა გაყიდვაში. მასში ამერიკული ნიუ ვეივ ბენდის Tom Tom Club კომპოზიცია Genius of Love არის გასემპლილი. ტრეკი ბილბორდის ცხელ ასეულში მე-11 პოზიციაზე გავიდა.

ალისა სტივენსი, იგივე Latto, საზოგადოებამ 2016 წელს შოუს The Rap Game პირველ სეზონში გამარჯვებით გაიცნო. განსაკუთრებული წარმატება მას პლატინის სტატუსის მქონე კომპოზიციებმა Bitch from da Souf და Muwop მოუტანა. კარიერის განმავლობაში ლატოს ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. აღსანიშნავია, რომ არტისტი თავდაპირველად ფსევდონიმით Mulatto მოღვაწეობდა, თუმცა, სახელის კონტროვერსიულობის გამო 2021 წელს მისი შეცვლა მოუხდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰარი სტაილზი ახალ სინგლს As It Was აანონსებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: კამილა კაბეიო და ედ შირანი სიმღერას Bam Bam ასრულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

Drake-ის ალბომი Iceman ოფიციალურად მალე გამოვა –  ნახეთ რელიზის თარიღი

სტრიმერმა Kishka-მ ტორონტოში Iceman-ის ინსტალაციის თავზე განთავსებული ჟურნალი აღმოაჩინა, სადაც პროექტის გამოსვლის თარიღი იყო მითითებული.
მეტი

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

7 მარტს კლუბი Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, MAMAFLEX-ის ლაივს უმასპინძლებს. არტისტი მსმენელის წინაშე ახალი პროექტით და თავისი ბოლო რელიზით Retired Crashout წარდგება.
მეტი