მადონა და სელენა გომესი ფილმ Emilia Pérez-ის წვეულებას დაესწრნენ

ფილმი, რომელსაც მადონა შედევრს უწოდებს, Netflix-ზე 13 ნოემბერს გამოვა
მადონა 2023 წლის 15 ოქტომბერს, ლონდონში, The O2-ს სტადიონზე. ფოტო: კევინ მაზური
მადონა 2023 წლის 15 ოქტომბერს, ლონდონში, The O2-ს სტადიონზე.
ფოტო: კევინ მაზური

როგორც ჩანს, მადონა ფილმ Emilia Pérez-ის  დიდი გულშემატკივარია. ფილმის რეჟისორი ჟაკ ოდიარია, სელენა გომესი კი ჯესი დელ მონტეს როლს ასრულებს. ფილმის ჩვენება 30 სექტემბერს,  ნიუ-იორკის კინოფესტივალზე,  ლინკოლნის ცენტრში გაიმართა. ღონისძიების შემდეგ კი მადონა მსახიობებთან და ქორეოგრაფ დამიენ ჯალეთთან ერთად წვეულებას დაესწრო.

Netflix-მა ინსტაგრამზე მადონას და ფილმის შემოქმედებითი გუნდის ფოტოები გააზიარა. მოგვიანებით პოპის დედოფალმა ინსტაგრამში ფოტოები გავრცელა, სადაც ფილმის ქორეოგრაფ დამიენ ჯალეთს გენიოსი უწოდა, თავად ფილმი კი შედევრად მოიხსენია.

წლის დასაწყისში სელენა გომესმა და ფილმ Emilia Pérez-ის მსახიობმა ზოი სალდანიამ, კარლა სოფია გასკონმა და ადრიანა პაზმა   ფილმში შესრულებული როლებისთვის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიპოვეს.

ესპანურენოვანი  მუსიკალური თრილერი Emilia Pérez მექსიკელი ნარკობარონის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი ნოემბერში მსოფლიოს რამდენიმე კინოთეატრში გამოვა, ხოლო აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში 13 ნოემბრიდან Netflix-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ  სელენა გომესი მილიარდერი გახდა. Bloomberg-ის 6 სექტემბრის მონაცემების მიხედვით, ის კოსმეტიკური ბრენდის,  Rare Beauty-ის წარმატების წყალობით გამდიდრდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard-მა ახალი სარედაქციო მიმართულება –  Billboard Family წარადგინა

შემდეგი სტატია

ანდრეა ბოჩელი Andrea Bocelli Foundation

ანდრეა ბოჩელის ინკლუზიური ჩართულობისთვის ჯილდო გადაეცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ვიკა კალანდია - მსახიობი ფოტო: გიო მაჭავარიანი

კადრში და კადრს მიღმა მსახიობ ვიკა კალანდიას შემოქმედებითი გზა

“ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი, არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე, ცხოვრების განმავლობაში ბევრ სხვადასხვა სფეროში მომიწია მუშაობა, თუმცა მე მსახიობი ვარ და სხვა არაფერი მინდა.”
მეტი

ოლიმპიური თამაშების გახსნამდე პარიზში ფილმ Wicked-ის თემატური მატარებელი გამოჩნდა

„ქალაქ ემერალდამდე პირველი გაჩერება პარიზის ოლიმპიური თამაშებია,”- ვკითხულობთ გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
მეტი