ფესტივალ „საჩუქარისა” და ვენეციის ბიენალეს უნიკალური შესაძლებლობა ქართველ ხელოვანებს

პროექტის პრეზენტაცია 7 ოქტომბერს კინომსახიობთა თეატრში გაიმართება. ნამუშევრების შემოტანის ბოლო ვადა 20 ოქტომბერია.

ფესტივალი „საჩუქარი” ქართველ ხელოვანებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ვენეციის ბიენალესთან თანამშრომლობით ახალგაზრდა არტისტებს საშუალება ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ორწლიან პროგრამაში „ბიენალე კოლეჯე”. პროექტის ფარგლებში 40 წლამდე ასაკის კონკურსანტებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი პროდუქციის 10-წუთიანი პრეზენტაცია, იქნება ეს თეატრალური დადგმა, ქორეოგრაფია, მულტიმედიური პროექტი თუ სხვა. წარმოდგენილ ნამუშევრებს ფესტივალის საერთაშორისო დირექტორატი განიხილავს და მათგან გამარჯვებულს გამოავლენს, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად 10 000 ლარის დაფინანსება გადაეცემა. უკვე განხორციელებული პროექტი კი ფესტივალის 2025 წლის პროგრამაში იქნება წარმოდგენილი გამორჩეული ადგილობრივი და საერთაშორისო დადგმების გვერდით. 

პროექტის პრეზენტაცია 7 ნოემბერს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში შედგება. პრეზენტაცია-სემინარს გაუძღვებიან „საჩუქარის” საერთაშორისო დირექტორატის წევრები: თავად ვენეციის ბიენალეს დირექტორი ჯანი ფორტე და მილანის ახალი დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალის, ფლორენციის INTECITY-ს სამხატვრო ხელმძღვანელი მიქელე პანელა. 

პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერითა და მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის პარტნიორობით ხორციელდება. სწორედ კინომსახიობთა თეატრში შედგება 2025 წელს კონკურსში გამარჯვებული დადგმის პრემიერა. 

საკონკურსო პროექტების შეტანის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი. დამატებიცი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ნახეთ ჯანი ფორტესა და მიქელე პანელას მიერ გავრცელებული მიმართვები პროექტის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტომ იორკმა კონცერტი მაყურებლის მიერ ისრაელი-ჰამასის ომის გაპროტესტების შემდეგ შეაჩერა

შემდეგი სტატია

მადონამ კამალა ჰარისს საჯაროდ დაუჭირა მხარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Dua Lipa - 2025 წლის 5 ოქტომბერი ლოს-ანჯელესი Christopher Polk/Billboard

დუა ლიპა, Tame Impala და SZA  Coachella 2027-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

Coachella 2027-ის ფესტივალზე მონაწილეობა უკვე დაადასტურეს არტისტებმა: Daddy Yankee, Madonna, ფიბი ბრიჯერსი, დონ ტოლივერი, ზარა ლარსონი, Weezer, Dom Dolla და სხვა მრავალმა არტისტმა.
მეტი
ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალი

ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების XIV საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

21-25 ნოემბერს ბათუმში კლასიკური მუსიკის კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
მეტი
Naré - BOO! - საბავშვო ევროვიზია 2026 -ის გამარჯვებული

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთი გახდა

სომხეთის წარმომადგენელმა Naré-მ საბავშვო ევროვიზია 2026 სიმღერით - BOO! მოიგო, საქართველოს წარმომადგენელი დავით ლომიძე კი მეხუთე ადგილზე გავიდა.
მეტი

Tbilisi Hip Hop Fest-ის გზავნილი: „ჰიპ-ჰოპს წესდება არ აქვს, კოდექსი აქვს“

ფესტივალი აუდიტორიას საკუთარ გაიდლაინს სთავაზობს, რომელიც მუსიკასთან ერთად პატივისცემას, ავთენტურობას, თანასწორობასა და ერთობას მოიცავს.
მეტი