ფესტივალ „საჩუქარის” ფარგლებში ბერძენი რეჟისორის, ევრიპიდის ლასკარიდისის სპექტაკლი „ლაპის ლაზული” გაიმართა

ნახეთ Billboard საქართველოს ვიდეოამბავი.

12 და 13 ნოემბერს ფესტივალ „საჩუქარის” ფარგლებში ბერძენი რეჟისორის, ევრიპიდის ლასკარიდისის სპექტაკლი „ლაპის ლაზული” გაიმართა. წარმოდგენა ლასკარადისისა და თეატრ „ოსმოსისის” უახლესი ერთობლივი ნამუშევარია, რომლის პრემიერაც ათენში 2024 წლის აპრილში შედგა. ამჟამად კი დასი მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომლის ნაწილი საქართველოც გახდა. 

„ლაპის ლაზული” სრულიად თანამედროვე წარმოდგენაა, რომელიც აერთიანებს თეატრს, ქორეოგრაფიასა და ვიზუალურ ხელოვნებას. რეჟისორი, რომელიც თავადვეა მთავარი როლის შემსრულებელი, თავისი გაორებული, ერთსა და იმავე დროს საშიშისა და სასაცილო პერსონაჟით, ცდილობს წარმოაჩინოს ასევე გაორებული სამყარო, რომელშიც ერთმანეთში ირევა რეალობა და ფანტაზია, ცნობიერი და არაცნობიერი, საოცნებო და საზარელი. ამ მიზანს კი ის მინიმალური ვერბალური ნაწილითა და დატვირთული სცენოგრაფიით აღწევს, რომელიც ადრეული საშინელებათა ფილმების, ივ კლაინისა და იაპონური კულტურის ესთეტიკას აერთიანებს.

ლაპის ლაზული (Lapis Lazuli) ნახევრად-ძვირფასი მეტამორფული ქვაა, რომლის ლურჯი პიგმენტიც მუდმივად გამოიყენებოდა ხელოვნებაში. ამის გარდა, ის მაღალი წნევის ქვეშ არაპროგნოზირებადი ქცევითაა ცნობილი, რაც ზუსტად ასახავს ლასკარიდისის უახლეს ნამუშევარს. 

ნახეთ Billboard საქართველოს სიუჟეტი სპექტაკლის შესახებ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

14 წლის ჟურნალისტთან ტაისონის ცნობილ ინტერვიუს 50 Cent გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპორტსმენი ბავშვებს აშინებს

შემდეგი სტატია

საქართველოს წარმონადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებულია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი